რეპრესიული ნარკოპოლიტიკა - ვინ დგას ნარკოტიკებით ინტერნეტვაჭრობის უკან და რატომ ითხოვენ ექიმი-ნარკოლოგები ანტიდოტების ურეცეპტოდ გაცემას
პოზიცია - 12:53, 07 May, 2018     4093
„მკვლელი ნარკოტიკი" საქართველოში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შედეგად ბოლო 20 დღეში განმავლობაში 5 გული გაჩერდა, ათობით ახალგაზრდა კი ამ წუთებში ებრძვის სიკვდილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ამ დრომდე არ დაუდგენია, თუ ვინ დგას ნარკოტიკებით ინტერნეტ ვაჭრობის უკან.

მედიამ გაარკვია, რომ სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების შეძენა რუსულენოვანი ინტერნეტ გვერდის საშუალებით სულ რაღაც 15 წუთშია შესაძლებელი.

ნარკოლოგები ვარაუდობენ, რომ ნარკოტიკი, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა სავარაუდოდ ბიოჰეროინია.

სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ნარკოტიკი, რომელმაც 5 სიცოცხლე შეიწირა, არა "მეფედრონი," არამედ „ფენტანილია“, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჰეროინის სახით იყიდება. რის გამოც მისი დოზირება ვერ ხერხდება, ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ლეტალურად მთავრდება.

ექიმ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აღნიშნავს, რომ „ფენტანილი“ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, აშშ-ში კი აღნიშნული ნივთიერების მიღების შედეგად, დაახლოებით 60 ათასი სიკვდილია დაფიქსირებული.

სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, „ნარკანი“ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოიღონ, რადგან „ნალოქსონი“ ოპიოიდით ზედოზირების დროს ერთადერთი ანტიდოტია.

„არის დიდი ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს „ფენტანილი“... დიდი ვარაუდით არის ან დიდი რაოდენობით საძილე საშუალება, ან ოპიარტი, ეს უფრო დამაჯერებელია იმ კლინიკით რასაც ჰყვებიან. ის პაციენტები, რომლებიც საავადმყოფომდე მივიდნენ, ისინი გადარჩნენ, სიკვდილი კი განვითარდა ძილში. „მეფერდონი“ ძილიანობას არ იწვევს, პირიქით, ის იწვევს ფსიქოსტიმულაციას, უძილობას... არც ის არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მიქსი იყოს“- აცხადებს სიხარულიძე.

„ნარკანის“ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სისიდან ამოღებას ითხოვს ექიმ-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილიც.

„ეს პრეპატარი გაუგებარი მიზეზების გამო შეიტანეს სარეცეპტო მედიკამენტების სიაში და დღეს, კი „ნალოქსონი“-ს შეძენა პაციენტს მხოლოდ ექიმის შესაბამისი რეცეპტით შეუძლია. ადამიანმა წინასწარ ხომ არ იცის, როდის შეესწრება დოზის გადაჭარბებას. ეს მედიკამენტი აუცილებლად თავისუფლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი“- განაცხადა ნარკოლოგმა.

რეგულირების სააგენტოში კი მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პრეპარატის ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნარკოლოგებთან ერთად, ფარმაცევტებიც მიიღებენ.

„აუცილებელია დადგინდეს შემადგენლობა იმ ნივთიერების, რამაც გამოიწვია ამდენი სიკვდილიანობა. რაც შეეხება ურეცეპტოდ გაცემას, თუნდაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ნუსხაში "ნალოქსონის" შეატანს, "ნალოქსონი' არის ანტიდოტი და შეტანა ამ სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ სიებში ან თუნდაც რეცეპტიდან ამოღება დაკავშირებული არის გარკვეულ პროცედურებთან,“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკის ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსმა ლალი დავითაიამ.

სინთეტიკური ნარკოტიკების საქართველოში აქტიურად გავრცელების მიზეზებზე საუბრობენ „გირჩის“ წარმომადგენლები.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, შექმნილი მძიმე ვითარება ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკო-პოლიტიკას უკავშირება.

„ჩვენ უნდა წავიდეთ ლიბერალიზაციისკენ, სანამ პოლიცია ნარკომომხმარებლებს დასდევს, ეს სამიქნობა მიწისქვეშეთში იქნება და ადამიანები ისეთ ნარკოტიკს მოიხმარენ, რომლის შემადგენლობა კაცმა არ იცის რა არის“- ამბობს ჯაფარიძე.

"თეთრი ხმაურის მოძრაობაში", რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის იბრძვის, ვარაუდობენ, რომ შავ ბაზარზე მიზანმიმართულადაა შემოტანილი ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ადამიანებების სიკვდილს იწვევს.

"ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ. მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იყოს ბიოჰეროინი, იგივე ფენტალინი).

მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ გენოციდის ვითარებაში კი მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს", - აცხადებენ მოძრაობაში.

დავით სუბელიანი აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა სახის ნივთიერება მიიღეს.

მისივე თქმით, ვინც ნარკოპოლიტიკის სფეროში მუშაობს, ყველამ იცის, რომ ხშირად ხდება ნივთიერებების გაბევრება, გაძლიერება, დაბინძურება წმინდა ეკონომიური მიზეზითაც.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო მეფედრონით გამოწვეული ინტოქსიკაცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სინამდვილეში ოპიატებისა და სტიმულატორების ნაზავთან გვაქვს საქმე.

ადამიანები, რომლებმაც ეს ნივთიერება მოიხმარა ყვებიან, რომ რაღაც მომენტში იყვნენ აჟიტირებულები, მერე უვარდებოდათ ენერგია, მოძრაობის უნარი ეზღუდებოდათ და ძილი ერეოდათ. ეს რომ მხოლოდ სტიმულატორი იყოს, დაძინება ძალიან რთული იქნებოდა...

ოპიატების მიღების დროს ძალიან ხშირად ითრგუნება სუნთქვა და ინტოქსიკაციაზე პასუხად ორგანიზმში იწყება ღებინება. თუმცა იმდენად დავარდნილი გაქვს ენერგია, რომ ამ დროს არ გეღვიძება და შენი ნარწყევი გიჭედავს სასუნთქ გზებს. მე ვფიქრობ, დაახლოებით ასეთ პროცესთან გვაქვს საქმე", - ამბობს დავით სუბელიანი.

სანამ აღნიშნულ თემაზე შესაბამისი სტრუქტურები დუმილს ამჯობინებენ, ინტერნეტში „მეფედრონის“, „ფენტალინის“ და ათობით სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების შეძენა უპრობლემოდ არის შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42