მოქალაქეებს თავისი შემოსავლის 70-80%-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ- ბახტაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:10, 07 May, 2018     6910

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკის გუნდი, ერონული ბანკი და ფინანსური ორგანიზაციები მუშაობენ იმაზე, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. ე.წ ჭერი დაწესდეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ადამიანმა, სესხის აღებისას აუცილებელია იცოდეს, მისი ხარჯი საპროცენტო გამოხატულებაში რა შეიძლება იყოს. მინისტრის განცხადებით,პირველ იანვრამდე რეგულაცია არ იყო და საპროცენტო ხარჯი ხშირ შემთხვევაში 300-400%-ზე ადიოდა:

„ადამიანები სესხს იღებდნენ, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ მათ ჰქონდათ ისეთი ხარჯები, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის საკომისიოები, ჯარიმები და საურავები, რომელიც პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ზოგჯერ ახუთმაგებდა კიდეც. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, რომ ჩვენ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე გადავიდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ რა შეიძლება იყოს, მისი ხარჯი საპროცენტო გამოხატულებაში. დიახ, ჭერი აუცილებლად უნდა დაწესდეს და ის 100%-იანი ზღვარი აუცილებლად უნდა შემცირდეს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდანაა ამოქმედებული. სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაა, რომ ჩვენ პირველ ეტაპზე ზედა ზღვარის განახევრება შეგვიძლია და შემდეგ უკვე საბაზო კონიუნქტურა გვიკარნახებს, თუ რა დამატებითი ღონისძიების გაკეთება შეგვიძლია. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი იქნება ჭერის დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ ჭერის დაწესება ე.წ. განკარგვად შემოსავალზე. ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია.”- განაცხადა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42