“ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ“ - ფინანსთა მინისტრი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:13, 07 May, 2018     13327

ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში - ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულის აღმოსაფხვრელად უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ გახდება ცნობილი. ამის შესახებ მინისტრმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ დღეს მოვედით ამ პრობლემამდე, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა ამ პრობლემის დაგროვება. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ გადაწყვეტას. ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ეს რეფორმა შუაში გაჩერდეს ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავალთ ბოლოში. ჭარბვალიანობამ გამოიწვია არა მარტო ის, რომ მოსახლეობას უწევს თავისი შემოსავლის დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში და ისეთი ტრიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო, არამედ ეს იწვევს საქართველოში მეწარმეობის სურვილის და მეწარმეობის პოტენციალის გარკვეულწილად შემცირებას. ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - სიღარიბის დამარცხებას. ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ჭარბვალიანობის პრობლემა ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ. პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და პრინციპულად“, - განაცხადა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42