სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული კალათბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებმა ყრილობის ჩაშლის მიზეზად ყრილობის წევრებზე ზეწოლა დაასახელეს.
ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ორგანიზაცია კალათბურთელთა კავშირის დამფუძნებლები ზეწოლაში ღიად დაადანაშაულა. კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მერაბ რატიშვილის განცხადებით, ყრილობა სწორედ ზეწოლის ფაქტებიდან გამომდინარე ჩაიშალა. "საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის წინა დღეებში, სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიერ ყრილობის დელეგატებზე გაუგონარი ზეწოლა განხორციელდა. ასევე, ძალადობას ახორციელებდნენ ორგანიზაცია კალათბურთელთა კავშირის წარმომადგენლები. დელეგატებს აიძულებდნენ და აშანტაჟებდნენ, რათა ზოგი მათგანი საერთოდ არ მისულიყო ყრილობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კალათბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ფედერაციის სხდომის გადადების შესახებ", - განაცხადა მერაბ რატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






