ქოლგა თბილისი ფოტო 2018 არტ არეაში გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 05 May, 2018     1869

4 მაისს ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალს არტ არეამ უმასპინძლა. საერთაშორისო ფოტოკონკურსი საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიწყო.

2018 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები არიან:

სებასტიენ ლებანი ნომინაციაში ერთი კარდრი

ქრისტიან ვერნერი ნომინაციაში რეპორტაჟი

ჯულიო დი სტურკო ნომინაციაში კონცეპტუალური ფოტოპროექტი

კარლ მანჩინი ნომინაციაში დოკუმენტური ფოტოსერია

ოლიე ვიტი ნომინაციაში newcomer award

ხავიერ არსენილიასი ნომინაციაში მობილური ფოტოსერია

ნომინაციაში მობილური კადრი წელს გაიმარჯვა ქართველმა მონაწილემ - დათო ქორიძემ

გამარჯვებულების ფოტოპროექტები იხილეთ ქოლგას ვებ გვერდზე: https://www.kolga.ge/#/winners/

კვირეულის განმავლობაში, რომელიც 11 მაისამდე გაგრძელდება, ფოტოკონკურსი უმასპინძლებს 18 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს. “ქოლგა” უკვე 17 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით ტარდება. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.

ფოტოკონკურის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგოთ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ 500$.

წელს ქოლგა თბილისი ფოტომ დააწესა სპეციალური პრიზი ქართველი ფოტოგრაფებისათვის - სტაჟირება მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში. ეს პრიზი გადაეცა ქართველ ფოტოგრაფ მანო სვანიძეს, რომელიც შეარჩია ფოტოსააგენტო პროსპექტმა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია.

ქოლგა თბილისი ფოტო 2018-ის გენერალური პარტნიორია თიბისი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42