მეგან მარკლის ძმას სამეფო ქორწილის ჩაშლა უნდა და პრინც ჰარის მოუწოდებს, მის დაზე დაქორწინება გადაიფიქროს.
ტომას მარკლმა In Touch Weekly-ში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერ, რომ მეგანი ჰოლივუდმა იმდენად შეცვალა, რომ საკუთარ ოჯახზე უარი თქვა. ის დარწმუნებულია, რომ ჰარიმ მეგანის ნამდვილი ხასიათი არ იცის და მასზე დაქორწინებას ძალიან ინანებს. ტომას მარკლი უმცროსის თქმით, მეგანი ჰოლივუდის დაბალხარისხოვანი მსახიობია, რომელიც ბერდება და კარიერის დასასრულს სურს პრინცესის როლი მოირგოს. ამან კი შესაძლოა ბრიტანეთის სამეფო საქვეყნოდ დასაცინი გახადოს.
„ძვირფასო პრინცო,
ჯერ გვიანი არ არის, მეგან მარკლი საერთოდ არ არის თქვენი შესაფერისი ქალი.
რაც უფრო ახლოვდება ქორწილი, მით მეტად ვხვდები, რომ ეს სამეფო ქორწინების ისტორიაში უდიდესი შეცდომაა. უცნაურია, რატომ ვერ ამოიცნო მეგანის ნამდვილი ხასიათი პრინცმა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ის პრინცესას როლს ირგებს, ოღონდ ცუდად. როგორც დაბალი კლასის მსახიობი“ - წერს ტომას მარკლი.
ტომასი ასევე წერს მამის, ტომას მარკლი უფროსის შესახებ, რომელმაც შვილის კარიერისთვის ყველაფერი გაწირა, მეგან მარკლიმ კი ის მიატოვა.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






