ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში და კვლავ ბოდიშს იხდის. საქმე ეხება იტალიური Vogues-ს 2018 წლის მაისის ნომრის გარეკანს, რომელზეც ჯიჯი ჰადიდი და ჯასტინ მარტინი არიან გამოსახულნი და ჯიჯის ცნობა თითქმის შეუძლებელია. მას ძალიან მუქი კანი აქვს და ფოტოშოფი ძალიან დიდი დოზით არის გამოყენებული.
ფოტო სტივენ კლეინს ეკუთვნის.
მას შემდეგ, რაც გამოცემამ მაისის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, სოციალური ქსელები ჯიჯის კრიტიკამ მოიცვა.
მოდელმა ინსტაგრამზე აღნიშნული ფოტო დადო და იტალიურ გამოცემას მადლობა გადაუხადა, თუმცა მას შემდეგ რაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, ფოტო წაშალა და მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ბოდიშს უხდის მათ, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თანაც დასძენს, რომ კანის ფერი მისი არჩევანი არ ყოფილა.
“ეს არის ფოტო, რომელიც 3 აპრილს, იტალიური ვოგის ფოტოსესიიდან სახლში დაბრუნებისას გადამიღეს... თქვენ ხედავთ, რა დონეზე მქონდა კანი დაფერილი გადაღებისთვის. გთხოვთ გაიგოთ, რომ ჩემი მხრიდან გადაღების პროცესზე კონტროლი 1. არ არსებობს შემოქმედებითი თვალსაზრისით. 2. სრულიად წყდება ფოტოსესიის დასრულებისთანავე, და ფოტოს შემდგომი დამუშავება ჩემი კონტროლის ფარგლებს სცდება. კანის დაფერვა და ფოტოშოპი სტივენ კლეინის სტილია, წლებია, ასე მუშაობს და მე მჯერა, რომ ფოტოსესიის მიზანი ჩემი სხვა კუთხით წარმოჩენა იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიგებ იტალიური "ვოგის" განზრახვას, უნდა ვთქვა, რომ ის არ იყო სწორად შესრულებული და მართებულია ის შეშფოთება, რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია. მინდა , მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც გარეკანის რედაქტირება/დამუშავება/დაფერვა იყო შეურაცხმყოფელი. გთხოვთ იცოდეთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მე რომ აღნიშნულ სიტუაციაზე რაიმე სახის კონტროლი მქონოდა. მიუხედავად ამისა, მე მინდა, ბოდიში მოვიხადო, რადგან ჩემი განზრახვაა არასდროს შემცირდეს ასეთი სახის შეშფოთებები, არც ის მსურს ვინმეს წაერთვას რაიმე სახის შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, ეს მაგალითი იქნება სხვა ჟურნალებისთვის მომავალში. არსებობს რეალური პრობლემები, რომლებიც მოდაში წარმოჩენასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ყველა პასუხისმგებელნი ვართ ვაღიაროთ ეს პრობლემები და მოვახდინოთ კომუნიკაცია მათი მეშვეობით, რათა ინდუსტრია უფრო მრავალფეროვანი გახდეს” - ამბობს ჯიჯი.

მასალის გამოყენების პირობები






