ის რაც დაქირავებულმა დამქირავებლისგან არ უნდა აიტანოს - მიაღწიეთ წარმატებას თქვენი უფლებების დაცვით
ეს საინტერესოა - 13:03, 04 May, 2018     2834
შრომის კოდექსი - ის, რაც განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული სიზუსტით მუშაობს და მსგავსი ქვეყნების თითოეულმა მოხელემ კარგად იცის, რომ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ კანონმდებლობით გათვალისწინებული პუნქტების 100%-ით შესრულება.


რა არ უნდა აიტანოს დაქირავებულმა დამქირავებლისგან:

ბიუროკრატია მარაზმს აღწევს

შვებულება - თქვენთვის განკაუთვნილი დასვენების დღეების მოთხოვნა თქვენი უფლებაა და მისი შეთანხმება არ არის საჭირო, დირექტორთან, დირექტორის მოადგილესთან, მდივანთან, აღმასრულებელ დირექტორთან და გენერალურ დირექტორთან, თქვენ მოთხოვნას საკმარისია ხელი მაოწეროს უშუალოდ თქვენმა ზემდგომმა. მასზე უარის თქმა კი სრული დაუშვებლობაა.

არადელიკატური საკითხების დელიკატური განხილვა

თუ გეკუთვნით დაწინაურება და თქვენი ზემდგომი გისვამთ კითხვას - „შენ ფიქრობ რომ გეკუთვნის დაწინაურება?“, შეგიძლიათ ამ კითხვას შესაბამისი პასუხი გასცეთ, ხოლო თუ თქვენი ზემდგომი აღნიშნული საკითხის განხილვას შემოგთავაზებთ, წარუდგინეთ თქვენი არგუმენტები.

გასავალი

სამსახურში ბევრი რამ არის საჭირო სრულყოფილი სამუშაოსთვის, თუნდაც ფურცლები პრინტერისთვის ან უბრალოდ საწერი კალამი, გახსოვდეთ, რომ თქვენს მოვალეობაში არ შედის აღნიშნული ნივთების სამსახურისთვის შეძენა თქვენი ხელფასიდან თუნდაც ერთი თეთრის დახარჯვის საფასურად.

ზეგანაკვეთური მუშაობა

კარგად დაიმახსოვრეთ, სამუშაო დღე 9 საათიანია და აქედან ერთი საათი გეკუთვნით შესვენება, ნებისმიერი წამი რომელიც ამ საათებს აჭარბებს, თქვენთვის ანაზღაურებული უნდა იყოს და ეს შეგიძლიათ მტკიცედ მოითხოვოთ.

მუშაობა მოჩვენებებთან

გახსოვდეთ, ხელმძღვანელი რომელიც სოციალური ქსელით გასცემს განკარგულებებს ხელმძღვანელი არ არის, ნებისმიერ დროს უნდა გქონდეთ საშუალება მასთან უშუალო კონტაქტისა და ამის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლებაც გაგაჩნიათ.

დანაპირებს სამი წელი არ ასრულებენ

მაშინ როცა გარკვეული საქმისთვის განსაზღვრულია პრემია და კარგად შესრულებული საქმისთვის სიტყვიერად აღნიშნულს გპირდებიან, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დამქირავებელი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს, თქვენი ჯიბე კი საერთოდ არ აინტერესებს, მოითხოვეთ დაუფიქრებლად ის, რაც კანონის ძალით გეკუთვნით!

მეგობრობა

სამსახური და მეგობრობა არ არსებობს - უფროსი შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი სამსახურის კედლებს მიღმა, მაგრამ არა სამუშაო საათებში, ეს არც მას და არც თქვენ არ გაწყობთ, ამიტომ სუბორდინაცია დაიცავით თქვენც და მოსთხოვეთ მასაც იგივე პირობები, რადგან მეგობრისთვის თუნდაც მცირე „შეურაცხყოფის“ მიყენება ზემდგომისთვის ხშირ შემთხვევაში „არაფერს ნიშნავს“

ჩვენთან ასე არ არის მიღებული

„არ მუშაობ იმ შემთხვევაში თუ მოკვდი“ - აღნიშნული მიდგომის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცხვირწინ აუშრიალოთ შრომის კდოექსი თქვენს ზემდგომს და უდარდელად გახსნათ ბიულეტენი, გახვიდეთ დეკრეტში და მოითხოვოთ უფასო შვებულება, ხოლო თუ უკან დაბრუნებაზე უარი გითხრეს, უბრალოდ მიმართეთ სასამართლოს და გამარჯვება აუცილებლად თქვენს მხარეს იქნება.

ემოციური შანტაჟი

„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“ - კარგად გახსოვდეთ, უქმე დღეები არის თქვენი და მხოლოდ თქვენი და თუ თქვენმა ზემდგომმა მოგთხოვათ უფრო სწორად ტკბილად გთხოვათ იმუშაოთ შაბათს ან კვირას, კარგად გახსოვდეთ, რომ ეს არის ემოციური შანტაჟი და მარტივად შეგიძლიათ ამ ყოველივეზე უარის თქმა.

ახლა ჩვენ რთული დროება გვიდგას

შრომის ანაზღაურება ის სიწმინდეა, რომელზე უარის თქმის უფლებაც არავის არ აქვს - თუ თქვენი ზემდგომი გეუბნებათ, რომ არის „რთული დროება და თქვენი გვერდში დგომის იმედი აქვს“ კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, იგი ფიქრობს საკუთარ ჯიბეზე და საერთოდ არ აინტერესებს თქვენ მშიერი იქნებით თუ არა მომდევნო დღეებში.

პრიორიტეტების მუდმივი ცვლილება

ნებისმიერი სამუშაოს დაწყებისას თქვენ იცით რა უნდა აკეთოთ, თუ მუდმივად იცვლება თქვენი მოვალეობები და უფრო მეტიც, თუ მოვალეობები გემატებათ, მაგრამ არ იმატებს ანაზღაურება, შეგიძლიათ უბრალოდ უარი თქვათ დამატებით მოვალეობებზე და შეასრულოთ ის შრომა, რომელიც თქვენი ანაზღაურების შესაბამისია, ეს თქვენი უფლებაა!

სექსიზმი და სექსუალური შევიწროება

ამ შემთხვევაში კი უბრალოდ მიმართეთ შესაბამის ორგანოებს და იცოდეთ, რომ თქვენი უფლებები დაცული იქნება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42