თუკი სწრაფად დაკლება გინდათ, ეს დიეტა თქვენთვისაა.
თუკი ზედმიწევნით დაიცავთ, თქვენ შეძლებთ 3 დღეში 3 კილოგრამი დაიკლოთ.
დიეტა რეკომენდებული არ არის გრძელვადიან პერიოდზე.
პირველი დღე
ორგანიზმის გაწმენდა
საუზმე
შეურიეთ 1/3 ჭიქა ვაშლის წვენი, ½ ბანანი, კივი და ქლიავი.
ლანჩი
დიდი ჭიქით ბულიონს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ჯინჯერის წვენი.
ჩაი
იოგურტი ნახევარი ბანანით და მსხლით.
სადილი
2 ჭიქა პომიდვრის წვენი ლიმონის წვენით, მარილით და მცენარეულობით შეზავებული.
მეორე დღე:
საუზმე
იოგურტში შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ბანანი, ქლიავი და ვაშლი.
ლანჩი
წიწაკა, ყაბაყი, სტაფილო და ვაშლი ვინეგრეტის სოუსში.
ჩაი
1 ვაშლი
სადილი
ნიახურის და წიწაკის სალათი იოგურტის სოუსით.
მესამე დღე:
საუზმე
ვაშლის, მსხლის, ქლიავის და ნახევარი ბანანის სალათი 1 ჩაის კოვზი იოგურტით.
ლანჩი
ბროკოლის სუპი ბალახებით და ერთი სუფრის კოვზი პასტა.
ჩაი
ვაშლისა და ფორთოხლის წვენი.
სადილი
10 გ. პასტა ბოსტნეულით, ზეითუნის ზეთისა და ლიმნის წვენის სოუსით.
შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი, მცენარეული ან ხილის ჩაი ნებისმიერ დროს, შაქრის გარეშე.
3 დღის შემდეგ თქვენი მუშაობის შედეგს დაინახავთ. თუ ცოტა ფიზიკურ ვარჯიშსაც დაუმატებთ – შედეგი გარანტირებულია.
მასალის გამოყენების პირობები






