ნიკოტინ-დამოკიდებულ პაციენტებს მეთვალყურეობას საგანგებოდ გადამზადებული სამედიცინო პროფესიონალები გაუწევენ, მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად იგეგმება და დამოკიდებულია მოხმარებული თამბაქოს დღიურ დოზაზე და მწეველობის ისტორიის ხანგრძლივობაზე.
მკურნალობის დაწყებამდე და პროცესში ექიმების მიერ ზედმიწევნით მოწმდება, პაციენტის კარდიალური (გული) და პულმონალური (ფილტვები) სისტემა, ასევე ხდება ყველა იმ გვერდითი ეფექტის მართვა, რაც თამბაქოს თავის დანებებას თან სდევს.
ნიკოტინური შიმშილის მოხსნა ხორციელდება სპეციალური მედიკამენტით, რომლის მიღების შემდეგაც პაციენტს მოწევის სურვილი აღარ უჩნდება. პროცესში ჩართულები არიან ასევე ფსიქოლოგები, რომლებიც პაციენტებთან ჯგუფურ სეანსებს ჩაატარებენ.
ნიკოტინდამოკიდებულება, სხვა მავნე ჩვევებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი პროცესია.
აღნიშნული სამედიცინო სერვისი თამბაქოს კონტროლის მსოფლიო ალიანსის ექსპერტების მიერაა შემუშავებული და მისი ეფექტიანობა 80 %-ს შეადგენს.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თბილისის მოსახლეობას სერვისს 1 მაისიდან სამი თვის განმავლობაში უფასოდ მიაწვდის.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ევექსის ცხელ ხაზზე: 2 55 05 05
მასალის გამოყენების პირობები