სტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 38 954 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ თბილისზე აღნიშნული მაჩვენებლის 47% მოდის. ყველაზე სახიფათო გზად აღმაშენებლის ხეივანი სახელდება, რასაც ვაჟა ფშაველას და ილია ჭავჭავაძის გამზირები მოსდევს.
„არავინაა დაზღვეული მოულოდნელობებისგან, მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ავტომობილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, იზრდება საცობები და შესაბამისად - სხვა ავტომობილის დაზიანების რისკი. ხშირად ადამიანს არ აქვს დაზარალებულის მანქანის შეკეთებისთვის შესაბამისი თანხა. სწორედ ამიტომ „ალფამ“ და „ვისოლმა“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელმა კომპანიებმა, დაიწყეს აღნიშნული აქცია. ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ არამარტო საკუთარ თავზე აიღებს დაზარალებული მხარის ავტომობილის შეკეთების ხარჯებს და აგაცილებთ თავიდან ზედმეტ ფინანსურ დანაკარგებს, არამედ მოგიხსნით საგზაო შემთხვევის შედეგად მეორე მხარესთან მოსალოდნელ უსიამოვნო კომუნიკაციას.“, აცხადებს ალფას გენერალური დირექტორი კახაბერ დიასამიძე.
,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ ავტოდაზღვევის კუთხით, გაყიდული პოლისების მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ოთხეულში შედის და გამარტივებული პროცედურებით დღეში საშუალოდ 6000 ლარს ანაზღაურებს. რაც შეეხება დიდ თანხებს, გასულ წელს, მხოლოდ ერთ დღეში, კომპანიამ 155 ავტომობილის სეტყვით დაზიანება აანაზღაურა, ჯამურმა თანხამ კი 187 675 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






