ბრიტანეთში, სავარაუდოდ, რომის პაპის წმ. კლემენტ I-ის ძვალი აღმოაჩინეს
ეს საინტერესოა - 17:05, 02 May, 2018     1437

ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების ბრიტანულმა კომპანიამ მოულოდნელად საკუთარ საწყობში აღმოაჩინა ფლაკონი, სადაც მოთავსებულია ძვლის ნატეხი რომელიც შესაძლოა რომის მეოთხე ეპისკოპოსს (პაპს), კლემენტ I-ს ეკუთვნის.

კლემენტ I (ლათ. Clemens Romanus I) რომის მეოთხე ეპისკოპოსი (პაპი) იყო 88-97 წლებში. იგი არის როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 25 ნოემბერი, ახალი სტილით - 8 დეკემბერი.

როგორც მედია იუწყება, ძვლის ნატეხი მოთავსებულია წითელ და ოქროსფერ შუშიან ფლაკონში, რომელიც დაბეჭდილია სპეციალური ლუქით და წარწერით - "წმინდა კლემენტის, დიადი პონტიფიკოსის ძვალი".

კლემენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ და ცდილობდა ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქამდე მიაღწია ცნობებმა ქრისტესა და მის სწავლებაზე, მან დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლიმენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა, პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა.

მეცნიერთა ერთ ნაწილს არ მიაჩნია, რომ ეს პაპი კლემენტი პირველის ძვალია. ლეგენდის თანახმად იგი ღუზაზე მიაბეს და ზღვაში დაახრჩვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42