საქმე იმაშია, რომ მიჩელინა 11 წლის განმავლობაში პარალიზებული იყო და გადაადგილება არ შეეძლო. მას ძუძუს კიბო ჰქონდა. მოძრაობის უნარი კი ოპერაციებისა და მკურნალობის კურსების შედეგად, ძლიერი მედიკამენტების მიღების გამო წაერთვა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში პომპეის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დადიოდა და ლოცულობდა, სიარული კვლავ შეძლებოდა.
მიჩელინას თქმით, რწმენას არ კარგავდა, რომ ფეხზე ისევ დადგებოდა და ეს სასწაული მესის მიმდინარეობისას მართლაც მოხდა.
„ზიარების შემდეგ ძლიერი წვა ვიგრძენი, რომელიც ჩემი ფეხებიდან მოდიოდა და მთელ სხეულს გადაეცემოდა. ამავდროულად, ყვავილების ძლიერი სურნელი ვიგრძენი. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ შემეშინდა. დამავიწყდა, რომ ეკლესიაში ვიყავი. მხურვალების გამო, მეგონა ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული. შემდეგ კი თითქოს, ამ ცეცხლისგან თავის დასაღწევად, ჩემდაუნებურად ფეხზე ავდექი და გავიარე“ - ამბობს La Repubblica-სთან მიჩელი.
გამოცემასთან საუბარში მიჩელის ქმარი ჯოვანი პასარო ამბობს, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო.
„მე უდიდესი სასწაული ვნახე... ყველაფერი შეიცვალა. ის უეცრად ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო. ვუთხარი, გაჩერებულიყო, რადგან დარწმუნებული ივიყავი დაეცემოდა, მაგრამ ის არ შეჩერებულა, პირიქით, მას არაფერი ეტყობოდა პარალიზების“ - ამბობს ჯოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






