ღამის თბილისი: დალეწილი რესტორანი, ჩხუბი რუსთაველზე, ჟვანიას მოედანთან - დაჭრილი მამაკაცი
საზოგადოება - 03:24, 10 Aug, 2013     8795

 

ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, სადაც რესტორან "ლოფტთან" სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რესტორნის დარბაზში დაწესებულების სტუმარ ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაზიანდა რესტორნის ინვენტარი, დაშავდნენ როგორც მოჩხუბრები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

 

მას შემდეგ, რაც რესტორნის დაცვამ საკუთარი ძალისხმევით მოჩხუბართა დაშოშმინება ვერ შეძლო, ადმინისტრაციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაპირისპირებულთა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა ვერც საპატრულო პოლიციის ერთმა ეკიპაჟმა შეძლო, რის შემდეგაც დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს.

 

მოჩხუბრებმა რესტორანში თავდაპირველად მისულ პოლიციელებსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ მითითებებს არ დაემორჩილნენ, ხოლო დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ პოლიციელები იძულებულნი გახდნენ, სიტუაციის განსამუხტად რამდენჯერმე გაესროლათ ჰაერში. 
რესტორან "ლოფტში" დაპირისპირების დროს იქ შემთხვევით აღმოჩენილმა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ელენე სამადაშვილმა რესტორანში შექმნილი სიტუაცია "ფეისბუქში", მომხდარიდან ცოტა ხანში აღწერა:

 

"ძლივს გამოვაღწიეთ ცოცხლებმა მოსაშვილიდან, დალეწილია ლოფტი, იყო სროლა და ისეთი აყალმაყალი, როგორიც 90-იანი წლების მერე არ გვინახავს. პატრული გვიან მოვიდა და მანქანიდან კარგა ხანს ვერ გადმოდიოდა, რადგან მათზეც მიიტანეს იერიში".

 

თბილისის ცენტრში ვაკე არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, რომელიც 10 აგვისტოს კრიმინალური ანგარიშსწორების ადგილად იქცა: ფიზიკური დაპირისპირება რუსთაველის გამზირზეც მოხდა. როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველებმა აცნობეს, ოპერის წინამდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ბარის წინ, სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

 

თვითმხილველთა განცხადებით, სასტიკად სცემეს ოთხი ახალგაზრდა. ხელჩართული ჩხუბი დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა, ხოლო საპატრულო პოლიციის მანქანის გამოჩენის შემდეგ მოჩხუბრები დაიშალნენ. ტვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიცია სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ჩხუბის მონაწილეებმა, რომლებსაც სახეზე დაზიანებები ემჩნეოდათ, განაცხადეს, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღეს.

 

კრიმინალური ფაქტი საბურთალოზე, ზურაბ ჟვანიას მოედანთანაც მოხდა, სადაც ურთიერდაპირისპირების დროს ერთი მამაკაცი დაჭრეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, გულმკერდში დაჭრილი მამაკაცი ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს. დაპირისპირების მონაწილეთა ვინაობისა და ჩხუბის მოტივის დადგენა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

 

შეგახსენებთ,რომ კრიმინალური შემთხვევები თბილისის სხვადასხვა უბანში 9 აგვისტოს, ღამის საათებშიც მოხდა: სპორტის სასახლის წინ მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ასევე სროლის შედეგად დაიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი ვაზისუბანში, მეოთხე მიკრორაიონში მომხდარი დაპირისპირების შედეგად.

 

რამდენიმე დღის წინ კი ორხევის დასახლებაში, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ ამნისტირებულმა ყოფილმა პატიმარმა ყელში სასიკვდილოდ დაჭრა 20 წლის ახალგაზრდა, რომლის ცხედარი მოგვიანებით რიგითმა გამვლელებმა იპოვეს.

 

კრიმინალური ფაქტების მომრავლების მიუხედავად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და კრიმინალური ფონი ქვეყანაში გაუარესებული არ არის, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით კი მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 1.400 დანაშაულით ნაკლებია ჩადენილი, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შარსანდელთან შედარებით გაიზარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42