ჯორჯ და ამალ კლუნების შტყუპებიდან ერთ-ერთის სახის დაფიქსირება პაპარაცებმა მოახერხეს.
ამალ კლუნი პატარა გოგონასთან ერთად ნიუ-იორკში მაშინ გადაიღეს, როდესაც სახლს ტოვებდნენ.
პაპარაცებს გაუმართლათ და 11 თვის ელას ფოტო გადაუღეს. ჯერჯერობით კვლავაც არ ვიცით, როგორ გამოიყურება ელას ტყუპისცალი ალექსანდერი.


ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი და ადვოკატი ამალ ალამუდინი ტყუპების მშობლები ერთი თვის გახდნენ. გოგონა და ბიჭი მათ 2017 წლის 6 ივნისს შეეძინათ. ბავშვებს ელა და ალექსანდერი დაარქვეს, ამალ ალამუდინმა ლონდონის კლინიკაში იმშობიარა, სადაც ვარსკვლავურ წყვილს სამშობიაროს ერთი ფლიგელი ქონდა დაქირავებული, რაც 600 ათას დოლარამდე დაუჯდათ. პერსონალის ნაწილი ჯორჯ კლუნმა ლოს ანჯელესიდან ჩაიყვანა. სამშობიარო სამზადისის ხარჯმა მთლიანობაში მილიონ დოლარს მიაღწია.
წყვილი რამდენიმე თვის გატარებას იტალიაში გეგმავს, სადაც მათ სახლი აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






