დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო სანქციების შესახებ კანონი, რომელშიც შესულია "მაგნიტსკის სიის" ე.წ. ბრიტანული ვარიანტი და მუხლი, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიების ოფშორულ ზონებში ფირმებისა და კომპანიების მეპატრონეთა ვინაობის შესაძლებლობას იძლევა.
"მაგნიტსკის შესწორება" "ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციების შესახებ კანონში უფლებას აძლევს ბრიტანეთის მთავრობას, უარი უთხრას ქვეყანაში შემოსვლაზე იმ პირებს, რომლებიც ბრალდებული არიან ადამიანის უფლებათა დარღვევასა და კორუფციაში.
რაც შეეხება ოფშორულ ტერიტორიებზე განთავსებულ ფირმებს და მათ მფლობელებს, აქ პარლამენტარებს კომპრომისზე წასვლა მოუწიათ. კანონიდან საერთოდ ამოიღეს კუნძულები მენი, გერნსი და ჯერსი, რადგან ისინი დამოუკიდებელნი არიან, თუმცა, ფორმალურად ბრიტანეთის სამეფოს პროტექტრატის ქვეშ არიან და დაავალეს ბრიტანეთის საგარეო უწყებას ამ საკითხზე ამ კუნძულების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება აწარმოონ.
მიღებული კანონის თანახმად, 2020 წლისთვის ბრიტანეთის მთავრობა ვალდებულია ღია გახადოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფირმების რეალური მფლობელების ვინაობა. საუბარია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანის კუნძულებზე და ტერკსსა და კაიკოსზე.
შეგახსენებთ, რომ Global Witness-ის გამოთვლებით ბრიტანეთის ოფშორულ ზონებში რუსეთიდან გატანილი 47 მილიარდი დოლარია ჩადებული.
მასალის გამოყენების პირობები






