ტერაქტების მორიგი სერია ნიგერიაში.
ქალაქ მუბიში, მეჩეთთან განხორციელებულ ტერაქტების სერიას, ბოლო მონაცემებით 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 42 ადამიანი.
BBC-ის ცნობით, მას შემდეგ რაც მეჩეთთან აფეთქება მოხდა, ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფი ხალხი უსაფრთხო ადგილზე შეიკრივა და მეორე აფეთქება, სწორედ იქ მოხდა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიგერიში ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება ბოკო-ჰარამი ახორციელებს.
„ბოკო ჰარამი” შეიარაღებულ თავდასხმებს 2009 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ "ბოკო ჰარამის" ტერორისტების სამიზნეს ნიგერიის, ჩადისა და ნიგერის ტერიტორია წარმოადგენს. ისლამისტები ცდილობენ აღნიშნულ სახელმწიფოთა ტერიტორიების ხარჯზე საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბონ.
2015 წლის მარტში დაჯგუფებამ “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულებზე დაიფიცა.
მასალის გამოყენების პირობები






