სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის კანდიდატურაც პრემიერ მინისტრის პოსტზე, დღეს პარლამენტში მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიზეზით ჩავარდა, მოსახლეობას 2 მაისიდან ტოტალური დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.
"ხვალიდან მტელს რესპუბლიკაში ვაცხადებ ტოტალურ გაფიცვას. 08:15 საათიდან გადავკეტავთ ყველა ქუჩას, გზატკეცილს, მეტროს, აეროპორტს, აბსოლუტურად ყველაფერს. მთელ სომხეთს ხალხი მართავს, დარჩენილია მხოლოდ 55 სკამი პარლამენტში. პოლიტიკური გვამი, სახელად სომხეთის რესპუბლიკური პარტია, საერთოდ არ იმსახურებვს ჩვენს ყურადღებას. დღეიდან მოლაპარაკებები მხოლოდ მათი პოლიტიკური დაკრძალვის პროცედურებზე გაიმართება. ჩვენ არ შეგვიძლია ნაბიჯი უკან გადავდგათ, ჩვენ წინ წავალთ, რათა საკუთარი ქვეყანა ვიხსნათ," - განაცხადა ფაშინიანმა მიტინგზე.
მან პოლიციასაც მოუწოდა, რომ დადგნენ ხალხის მხარეს.
სომხეთის ეროვნულმა კრების სხდომაზე ნიკოლ პაშინიანს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55 წინააღმეგი წავიდა. მმართველი პარტია თავის გადარჩენას ცდილობს - თუ პარლამენტი ვერ შესძლებს პრემიერის არჩევას, კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რომელზეც, მართული ცესკოსა და სახელისუფლო რესურსის გამოყენების საშუალებით, რესპუბლიკურ პარტიას წარმატების იმედი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






