რატომ არის დიდწილად პარალიზებული სახელმწიფო აპარატი?
პოზიცია - 20:13, 09 Aug, 2013     1047

 

მაშ რატომ ხდება ეს უმტკივნეულოდ ამერიკაში, სადაც მთელი თეთრი სახლის ადმინისტრაცია ტოვებს პოზიციებს ან საფრანგეთში, ხოლო ჩვენთან რატომ შეიქმნა ასეთი დიდი პრობლემები სახელმწიფო აპარატში და შეირყა სახელმწიფო ინსტიტუციები? ზოგიერთი პოლიტიკოსი საბოტაჟზე საუბრობს, ზოგი საერთოდ შეთქმულების თეორიებში გადავარდა. სიმართლე კი ძალიან ბანალურია: არჩევნების შემდეგ, პირველ რიგში, შეიცვალნენ მინისტრები და მოადგილეები, რაც სავსებით ნორმალურია, მაგრამ, ამასთანავე, შეიცვალა დეპარტამენტის უფროსებისა და მათი მოადგილეების უმრავლესობაც.



დეპარტამენტის ხელმძღვანელების სამსახურიდან გაშვებამ შექმნა ვაკუუმი და მთავარი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება. როგორც ამერიკული ჯარი დგას არა გენერლებზე, არამედ სერჟანტია მთავარი ძალა, ისევე საქართველოში სახელმწიფო მანქანის მთავარი მამოძრავებელი ძალა დეპარტამენტის უფროსები იყო. ისინი უშუალოდ ატარებდნენ რეფორმებს და სახელმწიფო აპარატის ფუნდამენტს ქმნიდნენ. დაახლოებით 3-5 წელიწადში ჩვენი სახელმწიფო აპარატის ადამიანური რესურსების განვითარება და გადაწყვეტილების მიღების უნარის ჩამოყალიბება, ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემდა, ძირითადი ტვირთი გადასულიყო სამმართველოს უფროსებზე და ჩვენი მიზანიც ეს იყო, მაგრამ ეს იყო პერსპექტივაში და ამას დროს სჭირდებოდა. ქვეყანაში მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტია. სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნესს შორის ყოველთვის იყო და იქნება კონკურენცია, რათა საუკეთესო პროფესიონალები თავისთან გადაიბირონ. ბუნებრივია, საუკეთესო კადრები ინიშნებოდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელებად. მათი ხელფასებიც მაღალი იყო და ამანაც, გარკვეულწილად, ითამაშა თავისი როლი სამსახურიდან მათი გაშვების საქმეში, რადგან ახალი გუნდისთვის ნაკლებად მომხიბვლელი იყო სპეციალისტებისა და უფროსი სპეციალისტების 600 ან 900 ლარიანი ხელფასი.



დღესდღეობით დეპარტამენტის უფროსების უმრავლესობა ახალი და გამოუცდელი ხალხია. ქვედა რგოლი კი ცდილობს, არ გამოიჩინოს ინიციატივა, რადგან ისინი ხედავენ, რომ ინიციატივა დასჯადია და პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა. ჩვენი სახელმწიფო აპარატის სისტემა ჩამოყალიბების სტადიაში იყო. არ არსებობს ბევრი გაწერილი რეგულაცია, როგორც, მაგალითად, საფრანგეთში და ხშირად მხოლოდ პასუხისმგებლობის აღებით შეგიძლია მიაღწიო შედეგს.



სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება. ბევრი დრო გავა, სანამ ჩვენთან, როგორც, მაგალითად, აშშ-ში, გაიწერება ყველა წესი და შეიქმნება სრულყოფილი ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც დაიცავს ინსტიტუციებს რყევებისგან, მაგრამ ეს პერსპექტივაში, ახლა კი, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მანქანა "ბუქსაობს" და ამით, პირველ რიგში, ზარალდება ჩვენი მოსახლეობა. ამის მაგალითია გლდანის პროფესიული კოლეჯი, რომელიც 9 თვეა არ მუშაობს იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ მოაგვარა საჭირო დოკუმენტაცია, რაც სამინისტროს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა. ამისთვის არ იყო საჭირო არც მთავრობის ჩართულობა და არც პარლამენტის.
ამას ყველაფერს დაემატა ზოგადი პოლიტიკის და განვითარების ხედვის არარსებობა და ჩვენ მივიღეთ დიდ წილად პარალიზებული სახელმწიფო აპარატი.

 

დიმიტრი შაშკინი

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42