დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტები განიხილა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:45, 01 May, 2018     1336
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკსა და ბანკის დელეგაციის სხვა წარმომადგენელებთან საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პოზიტიურად შეფასდა პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც შეეხება საქართველოში განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების და გადამცემი ხაზების მშენებლობას. ხაზი გაესვა ერთობლივი პროგრამების და მექანიზმების საჭიროებას ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და აღნიშნული შესაძლებლობის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. აღინიშნა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოო სუბიექტების 90 პროცენტს წარმოადგენენ და მათ მიერ დასაქმებულია ბიზნესსექტორში მომუშავეთა 40 პროცენტზე მეტი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას და კლიმატის შენარჩუნების აქტივობებს. 2007 წლიდან, მზარდი ტემპით იქნა დაფინანსებული 21 პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააძლიერა მხარდაჭერა და ფაქტობრივად გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში, რაც შეადგენს 1.55 მილიარდ ევროს. ეს საქართველოს წარმოაჩენს, როგორც EIB-ის მთავარ ბენეფიციარს აღმოსავლეთ სამეზობლოში ერთ სულ მოსახლეზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42