პორტალი ლოლიპოპი ავრცელებს 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს
ეს საინტერესოა - 20:04, 09 Aug, 2013     3149




1– ანესთეზიოლოგია– 235.000$

თუ თქვენ მძაფრ შეგრძნებებს ეძებთ და თვლით, რომ მედიცინა ის სფეროა, სადაც შეძლებთ გამდიდრებას (თან რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენას), თქვენთვის ანესთეზიოლოგია ზედგამოჭრილია. თქვენ აძინებთ ადაიანებს, რომლებიც სამართებლის ქვეშ აყენებენ ზღვარს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ამისთვის დაგჭირდებათ სწრაფი რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

 



2– ორთოდონტი– 205.000$

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, თუმცა პირის ღრუს მოვლა ,დღეს, ბიზნესის კეთების ერთ–ერთი საუკეთესო სფეროა. ორთოდონტობას მაღალანაზღაურებადობის გარდა სხვა უპირატესობებიც გააჩნია: არ აქვს შეხება გაფუჭებულ კბილებთან, არ უწევს არხების დამუშავება, გაქვთ შესაძლებლობა იმუშავოთ ბავშვებთან, და რაც მთავარია პერპექტივა კარიერაში. ყველას ჭირდება ჯანმრთელი ლამაზი ღიმილი და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს პირის ღრუს პრობლემების მოწესრიგებას.



3– აღმასრულებელი დირექტორი– 177.000$

თუ გსურთ გახდეთ რომელიმე კორპორაციის წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი, უნდა აზროვნებდეთ ბიზნესის კუთხით და აკეთებდეთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენს მიზანს მიაღწიოთ. ეს ძალიან დიდ შრომასა და დროს მოითხოვს, ამ თანამდებობას კარიერის დასაწყისში ნამდვილად ვერ მიაღწევთ.



4– მარკეტინგის მენეჯერი– 126.000$

გლობალიზაციის დაჩქარებულმა პროცესმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია ამ სფეროს მიმართ. მარკეტინგი ის სფეროა, რომელიც გვასწავლის თუ როგორ დავწინაურდეთ კონკურენციის პირობებში მაშინ, როცა მსოფლიო ტენდენციები ასე სწრაფად იცვლება. მარკეტინგის მენეჯერები მუშაობენ პრროდუქციის გაუმჯობესებაზე, არგებენ მათ ახალ ტენდენციებს, უფრო მოქნილს ხდიან ფასების სისტემას და ცდილობენ გააფართოვონ თავიანთი კომპანიის მომხმარებელთა ბაზა.



5– სამრეწველო წარმოების ტექნიკური მენეჯერი– 123.000$

თქვენი კარიერის ეს ეტაპი ნამდვილად გაასქელებს თქვენს ჯიბეს. რა არის ამ ყველაფრის სარგებელი? თქვენ იყენებთ მონაცემთა ანალიზს იმისთვის, რომ განავითაროთ ბიზნესი, შედეგად, თქვენი წარმოება ბევრად უფრო სწრაფი, იაფი და უკეთესი იქნება. სამი რამ , რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ ამ საქმიანობაში არის: დრო, ფული და ინვენტარი. დაბოლოს, ეს ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ აღამასრულებელი დირექტორი გახდეთ.



6– სამრეწველო ორგანიზაციის ფსიქოლოგი– 124.000$

თუ გატაცებული ხართ ფსიქოლოგიით და გსურთ ამ სფეროში მოღვაწეობა, ეს ზუსტად თქვენი საქმეა. თქვენ მუშაობთ კონკრეტული კორპორაციისთვის, იკვლევთ ისეთ საკითხებს, რომელიც განაპირობებს მეტ პროდუქტიულობას, წყვეტთ სამსახურში აიყვანოთ საუკეთესო თანამშრომელი. კარიერული წინსვლისთვის ხშირად მიმართეთ ისეთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც განაპირობებენ ეფექტურ თანამშრომლობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.



7– არქიტექტურული მენეჯერი– 119.000$

ეს სამუშაო აერთიანებს მენეჯერის ორგანიზაციურ და კრეატიულ შესაძლებლობებს. შეადგინეთ პროექტის გეგმები, ითანამშრომლეთ ინჟინრებსა და კონტრაქტორებთან, სწორად განკარგეთ ბიუჯეტი. იმისთვის, რომ ამ თანამდებობაზე მოხვდეთ გჭირდებათ საინჟინრო არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი და არქიტექტორის ლიცენზია.



8– გაყიდვების მენეჯერი– 117.000$

ყველაზე დიდი რამ ამ კარიერაში არის ის, რომ შეგიძლიათ უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ კოლეჯისა თუ უნივერესიტეტის ხარისხის მიუხედავად. თქვენ შეხება გაქვთ მრავალ პროდუქციასთან– ტანსაცმელი, ღვინო, მანქანა, უძრავი ქონება. ასე რომ შეგიძლიათ განსაკუთრებულად განავითაროთ ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.



9– IT მენეჯერი– 116.000$

შეამოწმეთ თქვენი ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად უფრო სასარგებლო სფეროში, ვიდრე ინტერნეტ გვერდების თვალთვალია. თქვენ აკონტროლებთ კომპიუტერულ სისტემებს, კურირებთ სისტემების განახლების პროექტებს, სისტემების დიზაინს და ახდენთ კომპანიის კომპიუტერულ უზრუნველყოფას.



10– ფარმაცევტი–112.000$

ვინ იფიქრებდა, რომ აფთიაქში მუშაობა თქვენს 6 ციფრიან შემოსავალ განაპირობებდა? ფარმაცევტიკა გულისხმობს ინდივიდუალურ კონტაქტს თითოეულ პაციენტთან. ეს პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 25%ით იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42