მსოფლიო სკანდალი - ისრაელმა ირანის ატომური იარაღის პროგრამის 55 000 ფურცლიანი დოკუმენტაცია მოიპოვა
მსოფლიო - 15:02, 01 May, 2018     3525

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა საიდუმლო მასალები, რომლის თანახმადაც ცხადი ხდება, რომ ირანი აგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას და შესაბამისად, ატყუებს მსოფლიოს, ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის შეჩერების თაობაზე.

ნათანიაჰუს განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ ისრაელს ხელთ აქვს დაახლოებით ნახევარი ტონა დოკუმენტაცია, რომელიც თეირანის ერთერთი უსახური შენობის სარდაფში ინახებოდა. მან ამ სათავსოს ფოტოების დემონსტრირებაც მოახდინა.

დაზვერვის მონაცემებით ეს მასალა შეიცავს 55 000 ფურცლიან დოკუმენტაციას და 54 ათას ფაილს, რომელიც კომპაქტ დისკებზე ინახებოდა.

ნათანიაჰუს განცხადებით, "პროექტი ამადი" მიზნად ისახავდა შეექმნა 10 კილოტონის სიმძლავრის 5 ატომური ქობინი. ირანი ამუშავებდა ატომური იარაღის ისეთ საკვანძო დეტალებს, როგორიცაა ქობნების წარმოება, ბირთვული გამოცდების ჩატარება და მისთვის ადგილის შერჩევა.

ეს განცხადება და მასალის დემონსტრაცია ნეტანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ინგლისურ ენაზე გააკეთა. მან განაცხადა, რომ მასალებს უკვე გაეცვნენ აშშ-ის სპეცსამსახურები და მალე ისინი "ატომური ენერგიის მსოფლიო ორგანიზაციაშიც" გაეგზავნება.

ნათანაიჰუ "ირანულ დოკუმენტების" შესახებ უკვე ისაუბრა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან და სპეციალურ წარმომადგენლებს გააგზავნის ამ ქვეყნებში, რათა მათ უფრო სრულფასოვანი ინფორმაცია წარუდგინოს. თავის მხრივ, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებში აცხადებენ, რომ ისრაელის ხელშ აღმოცენილ დოკუმენტებს საფუძვლიანად შეისწავლიან.

თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ პროგრამის მიზანი მხოლოდ მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკის განვითარებაა. ხოლო ქვეყნის საგარეო უწყებამ "Twitter"-ში დაწერა, რომ ნათანიაჰუ მსოფლიოს ატყუებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს "ირანის ბირთვული შეთანხმების" მიხედვით ქვეყანამ განაცხადა, რომ იგი აჩერებს ბირთვულ პროგრამას, რის საფუძველზეც ირანს რამდენიმე სანქცია მოეხსნა. ხელშეკრულებას ხელი აშშ-მ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა მოაწერეს ხელი.

უკანასკნელ პერიოსდში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ირანი კვლავ აგრძელებს ბირთვულ პროგრამას და აშშ აპირებს ამ ხელშეკრულებიდან გასვლას და ახალი უფრო მკაცრი დოკუმენტის შემუშავებას. ამის შესახებ ტრამპი მაკრონსა და მერკელსაც ესაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42