რა საგარეო პოლიტიკა ექნება პაშინიანს გაპრემიერების შემთხვევაში - ოპოზიციის ლიდერმა სამომავლო გეგმებზე პარლამენტში ისაუბრა
მსოფლიო - 13:51, 01 May, 2018     1391
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკოლ პაშინიანი დეპუტატებს სიტყვით მიმართავს, როგორც პაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მმართველ რესპუბლიკურ პარტიას სურდა სარგსიანის თანამდებობიდან წასვლით თავი გადაერჩინა და ეგონათ, რომ მასშტაბური სახალხო პროტესტი მხოლოდ ერთი პირის მიმართ იყო.

„ლოზუნგი „გადადგი ნაბიჯი - უარყავი სერგი“ მიმართული იყო არა კონკრეტულად ერთი პირის მიმართ, არამედ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომლის სახესაც წარმოადგენდა სერჟ სარგსიანი“- განაცხადა პაშინიანმა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია ცდილობს პრემიერის არჩევა ჩაშალოს.

„თქვენ არ გესმოდათ და არ გესმით, სომხეთში არსებული სიტუაცია. მე მინდა პირდაპირ გაგაფრთხილოთ, რომ სახალხო მოძრაობის მოთმინების გამოცდამ, შესაძლოა არაპროგნოზირებად შედეგებამდე მიგვიყვანოს. თქვენი ქმედება შესაძლოა პოლიტიკური ცუნამის მიზეზი გახდეს.“- აღნიშნა პაშინიანმა.

პაშინიანმა თავისი პოლიტიკური ხედვის ძირითად პუნქტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ის პრემიერად არჩევის შემთხვევაში აპირებს:

„ჩემი პრემიერობისას სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრად დარჩება. ეს პოზიცია, ვინმეს სურვილისგან ან პოზიციის ცვლილებისგან კი არ მომდინარეობს, არამედ იმ სახალხო მოძრაობის ლოგიკიდან, რომელმაც სომეხ ხალხს გამარჯვება მოუტანა.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით რუსეთს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად და ეს საერთო ეროვნული მოძრაობა არანაირ საფრთხეს არ უქმნის სომხურ-რუსულ ურთიერთობებს. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთ-საქართველოს და სომხეთ-ირანის ურთიერთობებს.

ჩვენ გავაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრულ ურთიერთობებს სჭირდება ახალი იმპულსი. გავაღრმავებთ ურთიერთობას ჩინეთთან."- აღნიშნა პაშინიანმა.

ყარაბაღის საკითხზე საუბრისას, პაშინიანმა განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყარაბაღის მოსახლეობას ქონდეს თავისი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება და ამ უფლების რეალიზაციის საერთაშორისო აღიარება. მისი თქმით, ის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

პაშინიანის თქმით, წერტილი უნდა დაესვას ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს არსებობას და სომხეთის არცერთი მოქალაქე არ უნდა გრძნობდეს თავს სუსტად და უმნიშვნელოდ, ე.წ „კრიშის“ არყოლის შემთხვევაში. ამ ე.წ „კრიშად“ მათთვის სომხეთის კონსტიტუცია უნდა იქცეს.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პირველ რიგში ეს შეეხება პრემიერის ოჯახს და ნათესავებს. შეწყდება ბიზნესში სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენება.“- განაცხადა პაშინიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42