„ქართული ლუდის კომპანია“ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპონსორი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:35, 01 May, 2018     1420
თბილისში თოჯინური და საბავშვო სპექტაკლების პოპულარიზაციასა და განვითარებაზე ამიერიდან სს „ქართული ლუდის კომპანია“ იზრუნებს.

სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სს „ქართული ლუდის კომპანია“ 1 წლის განმავლობაში თეატრის საქმიანობის ხელშეწყობას მოახდენს.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა, თეატრის დირექტორმა ლაშა მკურნალიძემ და სს „ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ მოაწერეს.

„დღეისათვის თეატრს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს არსებობა, რადგანაც დროებით, საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი. სს „ქართული ლუდის კომპანია“ აქტიურადაა ჩართული კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხარი დავუჭიროთ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.

ამიერიდან, თეატრთან შეთანხმებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერას და სპექტაკლების სპონსორობას. ასევე, ერთობლივად მოხდება სპექტაკლების პიარ კამპანიების დაგეგმვაც“, - განაცხადა სს ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

დღესვე თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და შპს „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე, თეატრისათვის სპექტაკლების გასამართად, კომპანია პერიოდულად და უსასყიდლოდ, გადასცემს მის მფლობელობაში არსებულ, თბილისში, კოსტავას N59-ში მდებარე, „აბრეშუმის თეატრის“ სახელით ცნობილ თეატრალურ სივრცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42