მეცნიერებმა პერუს ბნელ საიდუმლოს ფარდა ახადეს.
ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 140-ზე მეტი ბავშვისა და 200-ზე მეტი ლამას ჩონჩხები იპოვეს.
National Geographic-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ექსკლუზიური დაკსვნის თანახმად, ეს, შესაძლოა, ისტორიაში ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულება იყოს. ბავშვებისა და ლამის გარდა, ნაპოვნია მამაკაცისა და ორი ქალის ძვლებიც.
კვლევების თანახმად, მსხვერპლშეწირვა, სავრაუდოდ, 550 წლის წინ მოხდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, ჩან ჩანთან ახლოს, ამჟამად ქალაქ ტრუილოში მოხდა.

National Geographic-ის მოხსენების თანაცმად, ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდეა. მათთან ერთად მსხვერპლშეწირული ლაიმებიც 18 თვეზე ნაკლები ასაკის იყვნენ. ბავშვების თავის ქალები წითელი საღებავით იყო დაფარული.
„ბავშვებისა და ცხოველების ჩონჩხის ნაშთები იმის მტკიცებულებაა, რომ მათ სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მათ ამოაცალეს გული, ასევე ნეკნები“ - ნათქვამია დასკვნაში.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები ზღვის ნაპირას , სახით დასავლეთისკენ იყვნენ დაკრძალულები, ლამები კი - სახით აღმოსავლეთით, ანდების მწვერვალის ფერდობისკენ.
დასკვნის თანახმად, ბავშვებისა და ლამების მესხვერპლშეწირვა ერთდროულად მოხდა.
პატარა ბავშვებისა და ლამების სამარხი 2011 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მაშინ, პირველადი სამუშაოების შედეგად მხოლოდ 42 ბავშვი და 76 ლამა აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, მსხვერპლშეწირვა იმაზე სისხლიანი იყო, ვიდრე ეს მეცნიერებს წარმოდგენილი ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






