ვითარება სომხეთში - ერევნის ცენტრში გამოსული ათიათასობით მოქალაქე პრემიერად პაშინიანის არჩევას ელოდება
მსოფლიო - 13:05, 01 May, 2018     2230

1 მაისს სომხეთის ეროვნული ასამბლეა სპეციალურ სხდომას მართავს, რომელზეც ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

ამ თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი, ბლოკ „ელქის“ („გამოსავალი“) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლ პაშინიანი. თუმცა მის ბლოკს და ალიანს „ცარუკიანს“ , რომელმც პაშინიანს მხარდაჭერა აღუთქვა, მთლიანობაში მხოლოდ 47 დეპუტატი ჰყავთ, მთავრობის მეთაურის ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო. პარლამენტში 58 მანდატს ჯერ კიდევ მმართველი გუნდი, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ფლობს. ხდომას ამ დროისთვის 105 დეპუტატიდან 102 ესწრება.

ეროვნული ასამბლეა პრემიერ მინისტრს დეპუტატების საერთო რაოდენობის ხმების უმრავლეობით ირჩევს, ამასთანავე ხმის მიცემა ღია და სახელობითი იქნება. თუ პარლამენტი ვერ აირჩევს მთავრობის ხელმძღვანელს, მაშინ 7 დღის შემდეგ ხელმეორე კენჭისყრა ჩატარდება, თუ მეორე მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება, პრეზიდენტი იძულებული იქნება დაითხოვოს პარლამენტი და 30-45 დღის განმავლობაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

ამ დროისთვის ერევნის ცენტრში ათიათასობით მოქალაქეა შეკრებილი. ისინი ნიკოლ პაშინიანს მხარდაჭერას უცხადებენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის არჩევის პროცესის ჩაშლას შეეცდება.

ამ დროისთვის პრემიერობის კანდიდატი ნიკოლ პაშნიანი სხდომაზე სიტყვით გამოდის.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა პოსტი ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციების შემდეგ დატოვა.

სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებდნენ. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სარგსიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას შეეწყვიტა დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების და უმაღლესი კანონის წინააღმდეგ წასვლა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42