საქართველოს ბანკი Spotlight 2018-ის წარმდგენია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:50, 01 May, 2018     1342
საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარების მხარდაჭერის მიზნით Spotlight 2018-ის პარტნიორი გახდა. ღონისძიება წელს 27 მაისს, სასტუმრო რედისონში, განახლებული ფორმატით ჩატარდება.

ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.

წლევანდელი Spotlight-ის მთავარ თემას წარმოადგენს „გამარჯვება“ და ეძღვნება ადამიანებს და ისტორიებს, რომლებიც მოძრაობენ გამარჯვებისთვის. ღონისძიების ფოკუსია მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრია.

წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ესაა: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

ღონისძიების მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 9 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარსდგება.

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით, 2013 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა.

დამატებითი ინფორმაციისთვისთვის გთხოვთ ეწვიოთ: https://www.facebook.com/spotlightge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42