საბანკო სესხების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, იმის ნაცვლად რომ ხალხს ცხოვრება გაუადვილონ, საქართველოს ხელისუფლება მათ სიღარიბისთვის წირავს:
„ივანიშვილის მითითებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ახალი შეზღუდვები ტაქსისტებზე, ძიძებზე, ხელოსნებზე და საქართველოს უამრავ სხვა მოქალაქეზე. თანამოქალაქეებს უთხრეს, რომ თქვენ საერთოდ აღარ გეკუთვნით სესხი, საერთოდ აღარ შემოგიშვებთ ბანკში და თქვენ ხართ განწირული სიღარიბისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ განვადებით იყიდოთ ნივთი, ან ელემენტარული რაღაცისთვის თუ ბიზნესისთვის ბანკიდან წამოიღოთ ფული. დღეს მრაავალი ათასი ადამიანი იძულებულია რომ ტაქსზე იჯდეს, იმიტომ რომ ესაა შემოსავლის ერთადერთი წყარო. ძიძებზე- ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებულია ძიძად, იმიტომ რომ სხვა სამუშაო არაა, ხელოსნებზე და უამრავ სხვა კატეგორიებზე. ეს არის იმ არაადამიანური კურსის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ეს იმ ფონზე როცა ივანიშვილის ქონება გაიზარდა 2 მილიარდით, ეს გაიზარდა იმის ხარჯზე რომ მიითვისა ტყე, აქტივები, მიწები... , მარტო წინა ერთ თვეში ივანიშვილის ქონება გაიზარდა 50 მილიონით. ამავე წლებში საქართველოს ვალი 9 მილიარდიდან 18 მილიარდამდე გაიზარდა. ეს არის დიდი უსამართლობა და მე და ჩვენ ყველა ამ უსამართლობას არ მივიღებთ . ერთადერთი გამოსავალი , რომელიც ჩვენ გვაქვს არის წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან კარგია რომ მან მიიღო გამოწვევა და დაბრუნდა პოლიტიკაში, ახლა ყველაფერი გაირკვევა და ჩვენც ვიღებთ მის გამოწვევას, წელს უნდა დავასრულოთ ივანიშვილის ხელისუფლებაც და ხალხის გაჭირვებაც. ამის კვალდაკვალ ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი ფინანსურ სფეროში, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიზღუდოს ჯარიმები, ვალების გასტუმრებაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, შეიქმნას საკრიზისო ფონდი.“- განაცხადა სააკაშვილმა, მისი თქმით არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების მონაწილეობა უნდა აიკრძალოს და ივანიშვილის მევახშოკრატია უნდა დასრულდეს.
„ქვეყანა არის ვალად ჩადებული ივანიშვილის პირად ლომბარდში, ხდება მისი პირადი საკუთრება, ჩვენ უნდა დავიხსნათ ქვეყანა სანამ დროა ამ მევახშის ლომბარდისგან. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ოჯახებს ქონდეს მომავალი და გვქონდეს ქვეყანა“- აღნიშნა სააკაშვილმა. მისი განცხადებით, პოლიტიკური ძალები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ოლიგარქების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მშვიდობიანად შეცვალონ ხელისუფლება.
მასალის გამოყენების პირობები