ფსიქოთერაპევტი - არის ექიმი, რომლის საჭიროებასაც ადამიანები ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ, ის საკმაოდ აბსტრაქტულ ექიმად მიაჩნიათ და მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ. სინამდვილეში ფსიქოთერაპევტის შრომა არაფრით განსხვავდება სხვა ექიმების მუშაობისგან, მასთან მიდიხარ პრობლემით, ის ამ პრობლემას აღმოფხვრის და პაციენტის სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ „სულის მკურნალობის“ დროა?
წაიკითხეთ, ქვემოთ მოყვანილი 10 ფრაზა, თუ მსგავსმა წინადადებებმა თქვენს ლექსიკონში იმატა, ე.ი თქვენ ფსიქოთერაპევტს უნდა მიაკითხოთ:
„საერთო ჯამში ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებ, სიცოცხლე აღარ მინდა“
„როგორც ჩანს, მე ჩემ საქმეს არ ვაკეთებ და საერთოდ ჩემი ცხოვრებით არ ვცხოვრობ“
„მეჩვენება, რომ წრეზე დავდივარ და ერთი და იგივე დაბრკოლებას ვეჯახები“
„მე მუდმივად მტკივა თავი/მუცელი და ვერცერთმა ექიმმა ვერ შეძლო მიზეზის დადგენა“
„მე არ შემიძლია საქმის მომავლისთვის გადადების ჩვევას ვებრძოლო“
„მე მძულს ჩემი გარეგნობა“
„თავს მუდამ დამნაშავედ ვგრძნობ“
„თავს ვერ ვაღწევ ურთიერთობებს, რომელიც ტკივილს მაყენებს“
„ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან ვღელავ“
„ჩემი მეგობრები ჩემით უკმაყოფილოები არიან“
მასალის გამოყენების პირობები