ოქტომბრის თვეში გაიხსნება სტამბოლის ახალი აეროპორტი, რომელიც 2023 წელს სრული ამუშავების შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი იქნება. აეროპორტის სახელი ჯერ მოფიქრებული არაა.
ათათურქის აეროპორტის გახსნის თარიღად 1912 წელი ითვლება, თუმცა თავდაპირველად ის აეროდრომის სტატუსით გაიხსნა, აეროპორტი 1953 წელს გახდა, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელი, 1980–იან წლებში მიენიჭა.
ათათურქის აეროპორტი მგზავრთა მომსახურების რაოდენობით ევროპაში მე-3, ხოლო მსოფლიოში მე11-ა . ათათურქის აეროპორტი სტამბოლის ევროპულ ნაწილში ისტორიული ცენტრიდან 24 კილომეტრში მდებარეობს, მიდმებარედ არსებული ურბანული სივრცისა და განაშენიანების გამო, ათათურქის აეროპორტმა უკვე ამოწურა გაფართოების რესურსი, დღის წესრიგში ახალი აეროპორტის მშენებლობაც სწორედ ამიტომ დადგა. ათათურქის სახელობის აეროპორტი წელიწადში, საშუალოდ, 60 მილიონ მგზავრს ემსახურება
სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 35 კილომეტრის მოშორებით, შავი ზღვის ნაპირზე, 67.7 მილიონ კვადრატულ მეტრზე განთავსდება. აეროპორტამდე მივა მეტროს ხაზიც. ახალი აეროპორტის ფართობი 80 მილიონი კვ.მეტრია. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს 114 თვითმფრინავი. აეროპორტიდან ფრენები 350 მიმართულებით განხორციელდება. ახალი აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, 2023 წლისთვის კი მგზავრთნაკადის გაზრდას 250 მილიონამდე გეგმავენ. ამ დროისათვის ახალი აეროპორტი დღეში 3 ათასზე მეტი ავიარეისის მომსახურებას შეძლებს და იქ 225 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.





მასალის გამოყენების პირობები






