ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება "ბებრული მარაზმის" განვითარების რისკს ზრდის - ბრიტანელი მეცნიერები
ჯანმრთელობა - 15:52, 12 Jun, 2019     2946

ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება სახიფათოა და შესაძლოა დემენციის განვითარებას შეუწყოს ხელი. მის შესახებ, ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტისა (UEA) და ასტონის უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული. მკვლევარები მკურნალ ექიმებსაც და პაციენტებსაც მოუწოდებენ, რომ ამ კუთხით მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

დემენცია - ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, მისი ფსიქიკური ფუნქციების მოშლაა, შეძენილი გონებასუსტობა, რომელიც აქვეითებს ტვინის შემეცნებით მოქმედებას, აკარგვინებს მას ადრე შეძენილი ცოდნასა თუ უნარებს და ართულებს ახლის შეძენას. დემენცია ვითარდება ზრდასრულ ასაკში და უფრო ხშირად 60 წლის შემდეგ. მას მეორენაირად "ბებრულ მარაზმს" უწოდებენ. დემენციით მსოფლიოში 46 მილიონი ადამიანია დაავადებული.

მეცნიერები იკვლევდნენ ზოგიერთი ანტიდეპრესანტის უფრო ფართო ჯგუფს, ე.წ. პრეპარატებს - ანტიხოლინერგიკებს, რომელშიც, სხვებთან ერთად, პარკინსონისა და შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალო წამლებიც შედიან.

მეცნიერებმა 2006-2015 წლებში შეისწავლეს დემენციით დაავადებული 40 000 პაციენტი, რომელთა ასაკიც 60 წელს აღემატებოდა და შეადარეს მათი მონაცემები 283 000 ადამიანის მონაცემს, რომელთაც ეს დაავადება არ აწუხებდათ.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ პაციენტს, რომლების ანტიხოლინერგიკულ პრეპარატებს იღებდნენ დემენციით დაავადების რისკი 30%-მდე ეზრდებათ, ანტიდეპრესანტების შემთვევაში ეს 18%-მდეა, უროლოგიურ ანტიხოლინერგიკების შემთხვევაში - 11.

"უნდა აიწონოს ყველა დადებითი და უარყოფითი მონაცემი და გათვალისწინებულ იქნას მოკლე თუ ხანგრძლივვადიანი კოგნიტური ეფექტების რისკი, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ პრეპარატის მიღებას მოჰყვეს," - გვაფრთხილებენ მკვლევარები.

აღსანიშნავია, რომ ანტიდეპრესანტების მიღებასთან დაკავშირებით ადრეც სახელდებოდა სხვადასხვა დადებითი თუ უარყოფითი გვერდითი მოვლენები: სტენფორდის უნივერსიტეტში ამტკიცებდნენ, რომ ისინი ფილტვის სიმსივნის მცირე უჯრედების ზრდას ანელებენ, ხოლო საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მათ დაიაბეტით დაავადების რისკს უკავშირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42