ფატალური დასასრულის ალბათობა საკმაოდ მაღალია - ასტროლოგი მაისის პირველი კვირის საფრთხეებზე
ეს საინტერესოა - 15:16, 30 Apr, 2018     3026

ტრანზიტული ასპექტების ზეგავლენა ამ კვირის მეორე ნახევრიდან უფრო შესამჩნევი იქნება, ვიდრე დასაწყისში.

4 მაისს. რეტროგრადული იუპიტერი მორიელის მე19 გრადუსზე გადადის, რომელიც კრიტიკულ გრადუსად მიიჩნევა, ეს გრადუსი იუპიტერმა იანვრის პირველ ნახევარში ერთხელ უკვე გამოიარა - ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.
"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ ძალაშია მარსის, პლუტონისა და ლილიტის შეერთება, ეს ყველაფერი ახლა სავარაუდოდ იმ საერთაშორისო კონფლიქტების თემებს განაახლებს და კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში, რომლებთაც იანვარში ჰქონდათ ადგილი. ეს კი როგორც ვიცით სირიის კონფლიქტია. დაველოდოთ მოვლენებს.
ეს რაც შეეხებოდა საერთაშორისო ვითარებას, ინდივიდუალურ დონეზე კი არ უნდა დაგვავიწყდეს. რომ 5 მაისს მთვარე ერთდროულად უერთდება მარსს, პლუტონს და ლილიტს. ეცადეთ გაუმკლავდეთ აფექტურ მდგომარეობებს. მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბრისას. თავად ნუ აუხირდებით თქვენს ხელმძღვანელებს, მათი მხრიდან წამოსული კრიტიკა კი ეცადეთ მაქსიმალურად ‘’ გაატაროთ’’
ცოტა უფრო ადრე, 3მაისს, ხუთშაბათს დღის მნათობს- მზეს მარსთანაც და პლუტონთანაც უყალიბდება ჰარმონიული ასპექტები, რაც აქტიურობისა და საკუთარი შორს მიმავალი გეგმების განხორციელებისაკენ გვიბიძგებს.
6 მაისს, მზე ნეპტუნთან გააკეთებს ზუსტ სექსტილს. ეს ჰარმონიული ასპექტია და შანსებს იძლევა სულიერი და შემოქმედებითი განვითარებისთვის.
თუმცა დღის მეორე ნახევრიდან მოქმედებაში შედის ორი რთული ასპექტი- კვადრატები პლუტონსა და მერკურის და ვენერას და ნეპტუნს შორის. ეს უკანასკნელი შესაძლოა გახდეს მიზეზი როგორც საკვებით, ისე ალკოჰოლით მოწამვლის. არასასურველი დღეა რელიგიური ცერემონიალებისათვის. ქორწინებისთვის, ნათლობისთვის და ასე შემდეგ...
სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან მიმართებაში, რომ არ გახდეთ თაღლითობის ან რაიმე სხვა სახის მოტყუების მსხვერპლი. ამ ასპექტის დროს, როგორც წესი, ასეთი შემთხვევები მატულობს ხოლმე.
რაც შეეხება მერკურისა და პლუტონის კვადრატურას, თავის მხრივ, ისიც ხაზს უსვამს კრიმინალთან შეხების გაზრდილ ალბათობას, თუმცა მოტყუების ნაცვლად, აქ პირდადპირ ძალადობასაც შეიძლება რომ ჰქონდეს ადგილი. ორივე ასპექტის მაჩვენებელი, კატეგორულად აუცილებელი გადაუდებელი შემთხვევების გარდა, არასასურველს ხდის ქირურგიულ ჩარევებს, რადგან ექიმების შეცდომის და ფატალური დასასრულის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
შეიძლება ითქვას რომ კვირა საკმაოდ არაერთგვაროვანი და რთულია, მაგრამ მომდევნო პერიოდი შედარებით უფრო იოლი იქნება, ამიტომ მოთმინებით აღვიჭურვოთ." - ამბობს ასტორლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42