Galaxy S9|S9+ ის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:03, 30 Apr, 2018     1259
თითქმის ერთი თვეა, რაც ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარს სამსუნგის ფლაგმანი სმარტფონები Galaxy S9 და S9+ მოევლინა. ეს მოწყობილობები სრულად ამართლებენ თავიანთ სლოგანს - „აღმოაჩინე კამერა. თავიდან“. მართლაც, ეს კამერა უპრეცედენტო დახვეწილობის და ტექნიკური სრულყოფილების ნამდვილი ნიმუშია და გამოუცდელ მომხმარებელსაც კი პროფესიონალურ შესაძლებლობებს ანიჭებს. დაგეგმილი ღონისძიება სწორედ Galaxy სერიის ახალი სმარტფონების ამ და სხვა უნიკალურ შესაძლებლობების პრეზენტაციას მიეძღვნება.

ხვალ, 1 მაისს, ტექნოპარკში კიდევ ერთხელ გაიმართება Galaxy S9 და S9+ სმარტფონების პრეზენტაცია, ამჯერად ტექნოლოგიური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სხვა ადამიანებისათვის. ღონისძიების მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ უფრო ზუსტი, დეტალური და სპეციფიკური ინფორმაცია სმარტფონების შექმნაში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ.

"აღმოაჩინე კამერა. თავიდან." - სწორედ ასე ახასიათებს კომპანია უახლეს სმარტფონებს, ვინაიდან მობილურ ინდუსტრიაში პირველად სწორედ აქ წარმოადგინა ინოვაციური ორმაგი მოძრავი დიაფრაგმა. Galaxy S9 | S9+ კამერის მთავარი ღირსება "სუპერ შენელებულ გადაღებაში" მდგომარეობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ვიდეოს აღბეჭდვა 960 კადრი/წამში სიჩქარით, რაც სტანდარტული ვიდეოს გადაღების სიჩქარესთან შედარებით 32-ჯერ უფრო შენელებულია და სმარტფონს რეალური 0.2 წამის შუალედის აღქმა ჯამში 6 წამად შეუძლია.

თანამედროვეობაში სმარტფონის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ და აზიარებენ საკუთარ ემოციებს გამოსახულებების, ვიდეოებისა და ემოჯების საშუალებით. ვირტუალური ემოჯი ახალი ფუნქციაა სამსუნგის ფლაგმანში. ეს არის ადამიანის ანიმაციის შექმნა და მისი გამოყენება ცოცხალ რეჟიმში, სმაილებისათვის და GIF ანიმაციებისათვის. ერთი პერსონაჟის ანიმაციის შექმნისთანავე იქმნება 18 ემოჯი, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას. ვირტუალური ემოჯი ეს არის კომუნიკაციის კიდევ უფრო დახვეწილი და პერსონალიზირებული ფორმა, რომელიც კარგად ერგება თანამედროვე სამყაროს და საკმაოდ სახალისოა.

ფუნქციურ მრავალფეროვნებასთან ერთდ Galaxy S9|S9+ მონაცემებითაც მოწინავეა. მასში გამოიყენება 10 ნანომეტრიანი, საოცარი წარმადობის მქონე Exynos 9810 Octa, რომლის 8 ბირთვი მზად არის შეასრულოს აბსოლუტურად ნებისმიერი ამოცანა, 10 ნანომეტრიანი ლითოგრაფიის ხარჯზე პროცესორი ფაქტობრივად არ ხურდება და ინარჩუნებს სტაბილურ სამუშაო ტემპერატურას. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს Galaxy S9|S9+ აღჭურვილა 64 GB საბაზისო შიდა მეხსიერებით და micro SD ბარათის მეხსიერების სლოტით, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მეხსიერება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42