ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. გადაწყვეტილება ფრაქცია „ელკის“ წევრებმა დღეს დილით გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ხვალ უნდა აირჩიოს.
პაშინიანმა, გუშინ საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა.მისი თქმით, პარლამენტში დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები, სადაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ გაიმართებოდა საუბარი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გადაკეტილი ქუჩების ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს.
პაშინიანი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში სახალხო პრემიერი აირჩეს, რადგან სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი თავი ამოწურა და ის საერთოდ უნდა გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის კანცელარიაში ჯერჯერობით ერთი კანდიდატი - ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






