ვიქტორ ლიალკო, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ოსტატად არის აღიარებული დაწერა წიგნი, რომელშიც აღწერია ის ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომლებიც თავდასმის შემთხვევაში ქალებს დაეხმარებათ.
Bright Side-მა კი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდების ილუსტრირება მოახდინა.
1. დასაწყისისთვის დავიმახსოვროთ ყველაზე დაუცველი ადგილები

2. ყველაზე მარტივი და ეფექტური მოძრაობები

ორ-ორი თითის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაგრეხვა, ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს მუხლებში მოკვეთს. ხოლო ლავიწის ძვლებს შორის თუ „ატაკებთ“ თითს, წონასწორობა დაერღვევა და სანამ გონს მოვა, გაქცევასაც მოასწრებთ.

თუმცა თავდასხმისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორია საზარდულია. თუკი თავდამსხმელს საზარდულში ამოსცხებთ, ეს მის პარალიზებას გამოიწვევს და სანამ სულს მოითქვამს , გაქცევასაც მოასწრებთ, უკან დაბრუნებასაც და კიდევ ერთხელაც უთავაზებთ.
3. თუკი წინიდან დაგიჭერენ და მოძრაობის საშუალება არ გექნებათ

თუ წინიდან შეგბოჭავენ და ხელების მოძრაობას ვერ მოახერხებთ, გააკეთეთ შემდეგი: მხრები და ხელები უბრალოდ წინ გამოწიეთ. ეს საკმარის სივრცეს შექმნის თქვენსა და თავდამსხმელს შორის. ამის შემდეგ, კარგად მოემზადეთ და თავი ცხვირში უთავაზეთ. რის შემდეგაც ის მომენტალურად უკან დაიხევს. თქვენ კი სასწრაფოთ ამოსცხეთ საზარდულში. ეს მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება.
თუ თქვენსა და თავდამსხმელს შორის კერ კიდევ არსებობს სივრცე, მაშინ საკუთარი თავის დაცვა ხელის გულითაც შეგიძლიათ. უფრო კონკრეტულად, გაჭიმეთ მარცხენა მკლავი და ნიკაპსა და ცხვირზე მარჯვენა ხელის გულით დაარტყით, შემდეგ კი საზარდულში - მუხლი უთავაზეთ. ამის შემდეგ თავდამსხმელი მოძრაობის უნარს დაკარგავს და დიდხანს ერთ ადგილზე იქნება ჩამუხლული, თქვენ კი გაქუსლავთ.
4. როგორ უნდა გაითავისუფლოთ ხელები

თუ თავდამსხმელი თქვენს ხელს ჩაეჭიდა, გაიხსენეთ „ცერა თითის წესი” და თქვენი მკლავი თავდამსხმელის ცერა თითის მიმართულებით გადაატრიალეთ.
თუკი ამის შემდეგაც თქვენს ხელს იქნება ჩაბღაუჭებული, მაშინ მაჯა ცერა თითისკენ გადახარეთ და როდესაც მისი მკლავის ქვეშ მოაქცევთ, მაქსიმალური სიძლიერით გამოქაჩეთ.
5. თუ ზურგიდან დაგიჭერენ
თავდასხმა ყველაზე ხშირად სწორედ მაშინ ზურგის მხრიდან ხდება, როცა ვერავის ხედავ და არაფერს ელი.

თავის გასათავისუფლებლად, სასწრაფოდ გადაიხარეთ უკან და ეცადეთ, რომ თავდამსხმელს თავის უკანა ნაწილით დაარტყათ. ამ დროს, ის თავს უკან გასწევს და ინსტიქტურად ცალ ფეხს წინ წევს. აქ უკვე თვქენ უნდა იმარჯვოთ. სასწრაფოდ დაიხარეთ, ჩასჭიდეთ ხელი მის ფეხს და თქვენკენ მოქაჩეთ. ამ დროს თავდამსხმელი წონასწორობას დაკარგავს და აუცილებლად დაეცემა.
6. თუკი გვერდიდან შეეცდებიან თქვენს დაჭერას
ამ დროს თქვენ საუკეთესო პოზიციაში ხართ, რადგან შეგიძლიათ გამოიყენოთ იდაყვი - ყველაზე საშიში „იარაღი“ საბრძოლო ხელოვნებაში.

უთავაზეთ იდაყვი ყბაში ან ცხვირზე და როცა ამის შედემგ უკან გადაიწევა, მუცლის არეში დაარტყით. მას აუცილებლად ძალიან ეტკინება.
7. თუკი კედელთან მიგიმწყვდევენ
ძალიან ხშირად ხდება, როდესაც თავდამსხმელი მსხვერპლს კედელთან მიიმწყვდევს. ამ დროს თქვენი პოზიციიცს გათვალისწინებით შეგიძლიათ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები შეარჩიოთ.

· თუ თავდამსხმელის ორივე მკლავი აწეულია, გაშლილი ხელის გულით იღლიაში დაარტყით.
· ან ყბაში
· თუმცა, ამ დროს ყველაზე ეფექტური იერიშის განხორციელება თავით შეგიძლიათ. დაიხარეთ ოდნავ, შემდეგ სწრაფად ახტით და თავით ყბაში დაარტყით. ეს მას ისე დააბზრიალებს, გონზე მოსვლას დიდხანს ვერ შეძლებს.
მასალის გამოყენების პირობები






