თუკი ღამით მშვიდად არ გძინავთ, ალცჰაიმერის საფრთხე გემუქრებათ
ეს საინტერესოა - 12:24, 30 Apr, 2018     2433
როცა ადამიანს ღამით მშვიდად არ სძინავს, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცილების დონე იზრდება.

ეს პროტეინი ერთგვარი ტვინის დამაბინძურებელია. ექსპერიმენტის დროს გამოვლინდა, რომ როცა ადამიანს ერთი ღამით არ სძინავს, ამილოიდის დონე 10%-ით მაღალია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ღრმა ძილის დროს ტვინი თავისუფლდება ზედმეტი პროდუქტებისგან და მათ შორის ამილოიდისა და ტაუსგან, რომელიც როგორც წესი აკუმულირდება დღის განმავლობაში.

„შევნიშნეთ, რომ ძილის პრობლემა დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებული 2 ცილის მაღალ დონესთან. ვფიქრობთ, შუახნის ასაკში არსებული ქრონიკული უძილობა ალცჰაიმერის განვითარების რისკს ზრდის“- განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, დევიდ ჰოლტზმენმა.

მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 35-დან 65 წლამდე ასაკის 17 ჯანმრთელი ზრდასრული. მონაწილეებს არ აღენიშნებოდათ ძილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა და მათი ფსიქიკური მდგომარეობაც კარგი იყო. მონაწილეებს ძილში სპეციალური ელექტროდებით აკვირდებოდნენ. ცერებროსპინალური სითხის ტესტირებისას მკვლევარებმა შენიშნეს, რომ უძილობის შემდეგ ბეტა ამილოიდის დონე 10%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ტაუს რაოდენობა არ იყო მომატებული.

„რასაკვირველია, ამ ნაშრომით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძილის ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი შემცირდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ფაქტია - უძილობის შემდეგ ამ დაავადებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროტეინის დონე იზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდი ძილი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- განმარტავს მეცნიერი.
ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა.

დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში. ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია თუმცა მეცნიერები ხშირად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს მათ შორის: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42