ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩუქა და თეთრი სახლის ეზოში საზეიმოდ დაირგო, გაქრა.
საფრანგეთის პრეზიდენტი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა.
ემანულელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ, პრეზიდენტ ტრამპთან და აშშ-ის პირველ ლედისთან ერთად თეთრი სახლის ეზოში მუხა დარგეს, რომელიც საფრანგეთის იმ რეგიონიდან ჩაიტანეს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს 9 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
"როიტერსის" მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ხე ამჟამად თეთრი სახლის ეზოში აღარ დგას.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა "როიტერსს" განუცხადა, ხის წაღება სანიტარულ ზომებს უკავშირდება. მისი თქმით, ხეს შეამოწმებენ, რათა თავიდან აიცილონ ის შესაძლო პარაზიტები, რომელმაც შესაძლოა თეთრი სახლის ეზოს სხვა ბინადრებს საფრთხე შეუქმნას.
"ნუ ღელავთ, ხე კარგად არის და მალე დაუბრუნდება თეთრ სახლს" - განუცხადა მაკრონის წარმომადგენელმა "როიტერსს."

მასალის გამოყენების პირობები






