,,ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭნაძე - 57.86%, ,,ევროპული საქართველოს“ კანიდატი გიგი უგულავა - 38.38% - ცესკოს წინასწარი მონაცემები
პოზიცია - 11:39, 29 Apr, 2018     1899

ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 60-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით წარუდგინა შედეგები.

„დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. საუბნო შემაჯამებელი ოქმების განთავსება შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო და ასევე პერიოდულად ქვეყნდებოდა დათვლილი უბნების შესაბამისად კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები. დათვლილია 60-ვე უბნის შედეგი და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. მან მედიას ასევე გააცნო ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა გენდერულ ჭრილში: ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13 731-მა ქალმა (49.31%) და 14115-მა კაცმა (50.69%) ამომრჩეველმა.

„როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა საჩივრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის დამატებით ახალი მონაცემი საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია,“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%)

№17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)

№21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)

№23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%)

№42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)

,,ქართული ოცნების" კანდიდატი გივი ჭიჭნაძე 57.86%, ,,ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა 38.38%





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42