გთავაზობთ ხილის სახეობებს, რომელსაც სუპერმარკეტებში ვერ შეხვდებით.
1. "ბუდას ხელი", ანუ თითებიანი ციტრონი, გავრცელებულია აზიაში. იგი ერთდროულად ტკბილიცაა და მჟავეც.
2. აკი, იამაიკის ეროვნული ხილის სახეობაა.


4. მანგოსტანი, პოპულარულია მალაიზიის კუნძულებზე.

5. პალმირა, იზრდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, მხოლოდ ხანგრძლივი წვიმების დროს.

6. ლუკუმა, ტკბილი ხილი, რომელიც პერუსა და კოსტა-რიკაშია პოპულარული

7. ჯეკფრუტი, გიგანტური ნაყოფი ხანდახან 30 კილოგრამსაც აღწევს. მწიფე ჯეკფრუტს უსიამოვნო სუნი აქვს, ასე რომ საჭმელში მას მკვახეს იყენებენ. გემოთი ბანანის ჩირს წააგავს.

8. იავას ვაშლი. მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფი მსხალს მოგაგონებთ, იგი ვაშლის სახეობაა. მას ხანდახან მარილსაც აყრიან.

9. ტამარინდი პოპულარულია აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. მკვახე ნაყოფს მწარე საჭმლის მომზადებისას იყენებენ, თუმცა მწიფე ტამარინდი საკმაოდ ტკბილია.

10. ლულო გარედან ფორთოხალს, ხოლო შიგნიდან მკვახე პომიდორს მოგაგონებთ, თუმცა, მას ძალიან ნაზი გემო აქვს და კოლუმბიასა და ეკვადორშ ძალიან უყვართ.

11. ჯამბოლანი ინდოეთსა და ფილიპინებშია პოპულარული. მას ხშირად იყენებენ ტორტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში.

12. დურიანი გარედან ეკლიანია, თუმცა, საკმაოდ ტკბილი შიგთავსი აქვს. პრობლემას მისი უსიამოვნო სუნი წარმოადგენს, რის გამოც მაგალითად სინგაპურში, დურიანის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეტანა აკრძალულია.

13. აშიოტიც ეკლიანი ხილია, იჭმევა მხოლოდ მისი თესლები და რბილობი, გემოთი წიწაკას წააგავს.

14. აკებია იაპონიაშია პოპულარული და მრავალმხრივი გამოყენება აქვს - ფოთლებისგან ერთგვარ ჩაის აყენებენ, რბილობი საკმაოდ ტკბილია, სქელ კანს ბოსტნეულის სახით მიირთმევენ, წინასწარი ფარშირებისა და შეწვის შემდეგ, ხოლო ტოტებისგან კალათებს წნავენ.

15. შავი საპოტა გემოთი შოკოლადის პუდინგს მოგაგონებთ. იგი პოპულარულია მექსიკასა და კოლუმბიაში. C ვიტამინის შემცველობით იგი ფორთოხალს 4-ჯერ აღემატება.

მასალის გამოყენების პირობები






