"კომპლექსი „თბილისი გარდენს“ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია" - ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:24, 28 Apr, 2018     1905

„დღეს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითია“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის, „თბილისი გარდენის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კომპლექსი ნამდვილად ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს მწვანე გარემოში და ამავე დროს, მიიღოს ყველა ის აუცილებელი და ცოტა მეტი პირობაც, რომელიც საცხოვრებლად არის საჭირო. მინდა ჩვენს ქალაქს, კომპანიის დამფუძნებლებს, მის მენეჯმენს მივულოცო ეს წარმატებული პროექტი, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ექნება აქ ცხოვრების შესაძლებლობა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, პირველ ეტაპზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. კომპლექსი შექმნა კომპანია BD Property-მ, რომელიც 1,3 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის, „Quadrum Property Group“-ის წარმომადგენელია საქართველოში. ამ ფონდს ეკუთვნის ასევე სავაჭრო - გასართობი ქალაქი „ისტ პოინტი.“

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მხოლოდ „თბილისი გარდენის“ პროექტმა 3000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

„მშენებლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. 2017 წელს მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.3% იყო. ამასთან, ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა მშენებლობის სექტორში - 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ აღნიშნულ სექტორში 294.6 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 114.0%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 15,8 პროცენტია. შესაბამისად, დინამიურად იზრდება მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობაც - 2017 წლის მეოთხე კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11.8%-ით არის გაზრდილი და საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის მთლიანი დასაქმების 11.1 პროცენტს შეადგენს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42