თავმოკვეთილი ღორის ტვინი მეცნიერებმა 36 საათის განმავლობაში აცოცხლეს
ეს საინტერესოა - 17:53, 28 Apr, 2018     6861

იელის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ შესძლეს ღორის ტვინის ფუნქციონირება, რომელიც სხეულს მოცილებული იყო, 36 საათის განმავლობაში შეენარჩუნებინათ.

მკვლევართა ჯგუფმა დაახლოებით 100 ღორზე ჩაატარა ექსპერიმენტი. მათ ღორების მოკვეთილ თავებს, ოთხი საათის შემდეგ, სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით, აღუდგინეს სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი ხელოვნური სისხლის მიმოქცევა. ამ სითხის მეშვეობით, ჟანგბადი არტერიების გავლით ტვინის ღეროსა და უფრო ღრმა ადგილებს მიეწოდებოდა.

ეს ტექნოლოგია, მეცნიერების აზრით, საშუალებას იძლევა ფუნქციონირება გაუხანგრძლივოს არამარტო ღორებს არამედ სხვა ცხოველებსა და პრიმატებსაც კი. ამასთან, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ტვინის ცნობიერება სავარაუდოდ ჩამქრალი იყო, რადგან ენცეფალოგრამამ ნულოვანი ელეტრონული აქტივობა დააფიქსირა, მაგრამ ტვინის უჯრედები ჯანსაღი იყო და ნორმალურად ფუნქციონირებდნენ.

ეს ექსპერიმენტი, მათი განცხადებით, კიდევ საჭიროებს ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის შემოწმებას. პროექტი საშუალებას იძლევა შეიქმნას ადამიანის ტვინში უჯრეთშორისი რუკა, რაც საბოლოოდ აუტიზმის მიზეზების დადგენის, ალცჰეიმერის დაავადებისა და სიმსივნის მკურნალობის მეთოდების შემუშავებისკენ მიგვიყვანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42