თურქეთის ექს-პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
მსოფლიო - 15:49, 28 Apr, 2018     1777

თურქეთის ექს-პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 24 ივნისს დაგეგმილ თურქეთის პრეზიდენტის არჩევნებში მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ საუბარი არ არის.

ამ განცხადებით, მან ფაქტიურად მიანიშნა, რომ მის მომხრე "ისლამური კეთილდრეობის პარტიამ" ვერ მოახერხა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან შეთანხმება ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენების თაობაზე.

ექს-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება პოლარიზებულია და ბევრი პოლიტიკოსი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოებრივზე მაღლა აყენებს.

ადრე თურქული პრესა გიულს საერთო ოპოზიციურ კანდიდატად მოიაზრებდა, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა.

აღსანიშნავია, რომ აბდულა გიული თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის ერთერთი დამაარსებელია ის 2002-2003 წლებში ქვეყნის პრემიერის, ხოლო 2007-14 წლებში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, მან მმართველი პარტიისგან დისტანცირება მოახდინა და ხშირად აკრიტიკებდა მის პოლიტიკას.

25 აპრილს მთავარი ოპოზიციური "სახალხო-რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა ოზგიულ ოზელმა განაცხადა, რომ იგი არ დაუჭერს მხარს ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად გიულის დასახელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42