35-წლიანი პაუზის შემდეგ ABBA ახალ სიმღერებს გამოუშვებს
ეს საინტერესოა - 13:41, 28 Apr, 2018     3124

1983 წლის შემდეგ პირველად, შვედური მუსიკალური კვარტეტი ABBA ორ ახალ სიმღერას გამოუშვებს. ინფორმაცია პოპ-ჯგუფმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ABBA-ს წევრები შესაძლოა ასაკში არიან, მაგრამ სიმღერები ახალია.

ორი წყვილისგან შემდგარი ABBA შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 1972 წევრს ჩამოყალიბდა. ინგლისურენოვან სიმღერებს ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსი წერდნენ, აგნეტა ფელტსკუგი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი კი მთავარი ვოკალისტები იყვნენ. პოპ-ჯგუფი მალე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად. ABBA-მ სიმღერით “Waterloo” 1974 წლის ევროვიზიის კონკურსი მოიგო. ჯგუფს დღემდე გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი მთელ მსოფლიოში. ჯგუფს უდიდესი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა: "Mamma Mia", "Money, Money, Money", "Dancing Queen","Gimme! Gimme! Gimme!" და სხვა ცნობილმა ჰიტებმა.

ABBA-ს პოპულარობის პერიოდში ორივე დაქორწინებული წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ულვეუსი და ფელტსკუგი განქორწინდნენ, ხოლო 1981 წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი, რამაც გავლენა იქონია ჯგუფის შემოქმედებაზე. 1982 წელს ჯგუფი დაიშალა.

1983 წლის დასაწყისში დაშლის შემდეგ ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისათვის მუსიკის შექმნას, ხოლო ლიუნგსტადი და ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც შერეული წარმატება ხვდა წილად. ABBA-ს მუსიკის პოპულარობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ფილმებში „პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები“ და „მიურიელის ქორწილი“ მათი სიმღერების შეტანის შემდეგ ინტერესმა კოლექტივის მიმართ კვლავ იმატა. ამას მოჰყვა არაერთი ჯგუფის შექმნა, რომლებიც ABBA-ს მუსიკას უკრავდნენ. 1999 წელს ABBA-ს მუსიკა ადაპტირებული იქნა წარმატებული მიუზიკლისათვის Mamma Mia!, რომელმაც მსოფლიო მოიარა. მის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა ბრიტანეთში წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. 2010 წლის 15 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42