მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მათ შორის აღინიშნება "მაღალი დონის თანხვედრა" რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში, განსაკუთრებით კრემლის უარყოფითი როლის შესახებ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მათ ვაშინგტონში ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.
აშშ-სა და გერმანიის ლიდერებმა განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და მათი შედეგები. ისინი ასევე შეეხენ თავდაცვის სფეროში გაწეული ხარჯებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვიტარებიდან გამომდინარე, გერმანიამ ამ მიამრთულებით მშპ-ს მინიმუმ 2% უნდა დახარჯოს და იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანაც ანალოგიურ ნაბიჯებს გადაგამს.
განსაკუთრები გამოიყო ინარბის ბირთვული პროგრამის საკითხი. მერკელი დაეთანხმა ტრამპს, რომ ამჟამინდელი შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არასრულყოფილია. პრეზიდენტმა და კანცლერმა განაცხადეს, რომ ირანმა ატომური იარაღი ვერ უნდა შექმნას.
მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ურთიერთობების გაუმჯობესბასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ დააკვირდებიან, რამდენად შეასრულებს კიმ ჩენ ინი მიღწეულ შეთანხმებებს. მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინა აშშ-ისა და პირადად დონალდ ტრამპი პრინციპულმა და ძლიერმა პოზიციამ.
მასალის გამოყენების პირობები






