რუსეთის ინტერნეტ-ობუდსმენმა ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ უჭირს რუსეთის ხელისუფლებას Telegram-თან ბრძოლა.
"Telegram-ი საიტი არ არის, ის აპლიკაციაა, მისი დაბლოკვა IP-მისამართების დაბლოკვით შეუძლებლია და ეს ომი უსასრულობამდე გაგრძელდება," - აცხადებს ომბუდსმენი.
მან ახსნა, რომ Telegram-ს მარტივად შეუძლია განაახლოს პროგრამული უზრუნველყოფა და გვერდი აუაროს ბლოკირებებს.
მან ხელისუფლებას ურჩია, ებრძოლოს Telegram-ის შემქმნელებს, ან მფლობელებს და არა სერვისს ან მის მომხმარებლებს.
რუსეთი მესენჯერ Telegram-ს უკვე 2 კვირაა ებრძვის. მესენჯერი მართალია მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს.
ინტერნეტმომხმარებლებმა გაითვალისწინეს Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის რჩევა და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც დაბლოკვის გვერდის ავლით მის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ თემაზე მესენჯერში სახალისო მიმოწერები და ხელისუფლების ღია დაცინვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






