Google-სა და Youtube-ს შემდეგ, Роскомнадзор-ის მიერ მესენჯერ Telegram-ისთვის გამოცხადებულ ომის გამო რუსეთში Facebook-ის, Twitter-ის, Yahoo!-ს, LiveInternet-ის, "ВКонтакте"-ს, "Яндекса"-ისა და "Одноклассники"-ის IP-მისამართების ნაწილობრივი დაბლოკვა მოჰყვა.
Роскомнадзор-ის განმარტებით, ეს სისტემების მუშაობის ტექნოლოგიური განსაკუთრებულობის გამო მოხდა და ახლა ეს პრობლემა აღმოფხვრილია.
"ზოგიერთი IP-მისამართის მოხვედრა დაბლოკილთა რეესტრში, პროგრამებისა და სისტემის ტექნოლოგიური განსაკუთრებულობის გამო მოხდა და ახლა ეს პრობლემა აღმოფხვრილია," - ნათქვამია იუწყების მოკლე განცხადებაში.
სოცქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბლოკვის გამო მათ გარკვეული ფინანსური ზარალიც ნახეს.
მომხდარზე კომენტარის გაკეთება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვსაც მოუწია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მესენჯერ Telegram-ს უკვე 2 კვირაა ებრძვის. მესენჯერი მართალია მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს.
ინტერნეტმომხმარებლებმა გაითვალისწინეს Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის რჩევა და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც დაბლოკვის გვერდის ავლით მის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ თემაზე მესენჯერში სახალისო მიმოწერები და ხელისუფლების ღია დაცინვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






