სოციალურად დაუცველთა გამოსახლებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:30, 09 Aug, 2013     454

"ნიუპოსტი" ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლებას. აღნიშნულ ოჯახებს სახელმწიფო ობიექტები უმეტესად დაკავებული აქვთ 2012 წლის ოქტომბრის თვიდან.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ დაკავებული სახელმწიფო ობიექტების მონიტორინგი. კერძოდ, მოინახულა თბილისში, ღოღობერიძის ქუჩის #3-ში მდებარე ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის და თემქის მე-3 მკ/რ. მე-4 კვ. მდებარე 142-ე სკოლა "მერმისის" შენობები. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან 2013 წლის 29 ივლისს მოქალაქეები იძულებით გამოასახლეს, რა დროსაც შენობაში მცხოვრები 30 ოჯახიდან თავშესაფრით მხოლოდ 8 ოჯახი დააკმაყოფილეს. დანარჩენ ოჯახებს უარი ეთქვათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე. რაც შეეხება 142-ე სკოლაში მცხოვრებ 34 სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათი გამოსახლება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ. ამ შემთხვევაშიც, საცხოვრებელი ფართით მხოლოდ 8 ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული. 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამოსახლების დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი გამგეობის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ზემოაღნიშნულ შენობებში მცხოვრები მოქალაქეების განმარტებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ოჯახების შერჩევა განხორციელდა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური გასაცემლების დეპარატემენტის მიერ. ამასთან, მათთვის უცნობია რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა იმ ოჯახების შერჩევა, ვინც დააკმაყოფილეს ალტერნატირული საცხოვრებელი ფართით და რის საფუძველზე ეთქვათ დანარჩენს ოჯახებს უარი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოსახლების დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უნდა მუშაობდნენ გამოსასახლებელი პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების საკითხის შესწავლაზე, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ აღნიშნული ორგანო წარმოადგენს უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოს.

სახალხო დამცველმა ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციით უკვე მიმართა ნაძალადევის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელს თუმცა, უშედეგოდ.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხორციელდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი ოჯახების შერჩევა. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სამინისტროს მუშაობა იყოს გამჭვირვალე, ხოლო მოქალაქეებისათვის გაცემული პასუხი დასაბუთებული, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა დაამტკიცონ თავშესაფრით მათი უზრუნველყოფის აუცილებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხების შესწავლასა და მონიტორინგს", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42