ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ამ კანონის ევროკავშირისეულმა ვერსიამ მიზანში უნდა ამოიღოს "რუსი მაგნატები და ოლიგარქები, რომლებიც უპატიოსნო თანხებს წევრ ქვეყნებში ინახავენ და ათეთრებენ, რითიც პუტინს ეხმარებიან განახორციელოს თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებები". დეპუტატებს ამ ქმედებების მაგალითად მოაქვთ "არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, ყალბი ახალი ამბები და პროპაგანდისტული კამპანიები".
„რუსეთი აგრძელებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას და უკრაინის, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება. პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ასადის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების აღმოჩენას და სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საქმეზე – გაეროში გამოძიების დაბლოკვას. კრემლი რუსეთში აგრძელებს ქვეყნის დემოკრატიული ოპოზიციიის და დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას“- ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






