კიმ ჩენ ინმა მუნ ჩჟე ინთან შეხვედრას ახალი ისტორიის დასაწყისი უწოდა. სამიტის დაწყებამდე ორი კორეის ლიდერები ერთმანეთს ხელს თითქმის ნახევარი წუთის განმავლობაში ართმევდნენ. ამ მომენტში ორივე ლიდერი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე იდგა, მათ შორის მოკლე საუბარი შედგა, რის შემდეგაც მუნ ჩჟე ინმა კიმ ჩენ ინის მიწვევით საზღვრის ჩრდილოეთ კორეი მხარეზე ნაბიჯი გადადგა, ეს მომენტი , სავარაუდოდ, არ იყო ცერემონიის წინასწარ შეთანხმებულ ნაწილში გათვალისწინებული. ამის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სამხრეთ კორეის ნაწილში გადმოვიდნენ და საპატიო ყარაულის თანხლებით, დემილიტარიზირებულ ზონაში მდებარე მშვიდობის სახლისკენ გაემართნენ, სადაც ისტორიული სამიტი უნდა გაიმართოს. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ხელი ერთმანეთზე ქონდათ ჩაკიდებული.
მოლაპარაკების დაწყებამდე კიმ ჩენ ინმა ღია საუბრის იმედი გამოთქვა. სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები ბირთვული იარაღი და ნახევარკუნძულზე მშვიდობა იყო.
„დღეს ახალი ისტორიის დასაწყისია. მშვიდობის ეპოქის დასაწყისი.“- დაწერა კიმ ჩენ ინმა სტუმრების წიგნში.
მასალის გამოყენების პირობები






