სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინიატრაციამ გამოაქვეყნა მენიუ, ფოტოებითურთ, რომლითაც გაუმასპინძლდებიან ორი კორეის პრეზიდენტს ხვალინდელ სამიტზე. მენიუ მეტნაკლებად ტრადიციული იქნება. თუმცა ლიდერებისთვის შეთავაზებული ზოგიერთი კერძი მათ წარსულსაც შეახსენებს.
მაგალითად, სპეციალურად კიმ ჩენ ინისთვის მომზადდა შვეიცარიული კარტოფილიანი კერძი "რეშტი", რათა შვეიცარიაში სწავლების პერიოდი გაახსენონ.
მის სამხრეთელ კოლეგისათვის მზადდება ზღვის თევზის კერძი, რომელიც მისი მშობლიური საპორტო ქალაქის ახლოს ბინადრობს.
ყველაზე ცნობილ ჩრდილოკორეულ კერძს, ცივ ლაფშას (ნენმენ), რომელსაც ფხენიანის ცნობილი რესტორნის Okryu Gwan-ის შეფ მზარეული სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თხოვნით მოამზადებს.
სტუმრებს შესთავაზებენ მაგარ ლიქიორ მუნბედჟუს, რომელიც პირველად ფხენიანის რეგიონში მოამზადეს, თუმცა, მისი სერიული წარმოება ამჟამად სამხრეთ კორეაში ხდება.
გთავაზობთ მენიუს ფოტოკოლაჟს.
შვეიცარული კარტოფილიანი კერძი "რეშტი", სპეციალურად კიმ ჩენ ინისთვის
კორეულად შემწვარი ძროხის ხორცი
ტრადიციული ზღვის თევზის კერძი, სპეციალურად მუნ ჩჟე ინისთვის

დესერტი - მანგოს მუსი, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულია გამოსახული

მასალის გამოყენების პირობები






